სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) საქართველოში და საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (GIG) პარტნიორები გახდნენ
ბიზნესის პასუხისმგებლობა მხოლოდ ბიზნესისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება არ არის. ბიზნესი განათლებაზე პასუხისმგებელი და მისი მასტიმულირებელი უნდა იყოს. ასეთი ხედვა აქვს ჩვენს გუნდს. ეს არის ჯი- აი- ჯი ჯგუფის ერთ - ერთი სტრატეგიული მიზანი. დღეს საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა მომორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც ჯი- აი- ჯი " ევროპული სკოლის" იმ წარჩინებული მოსწავლის სწავლის გადასახადს დააფინანსებს რომელიც სან დიეგოს უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას. " ამით ბიზნესსა და განათლებას შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი ახალი ეტაპი დაიწყო, რომელსაც გრძელვადიანი პერსპექტივა და სერიოზული გეგმები აქვს.
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ინიციატივით ტყიბულში სამთო საქმის სწავლება უახლესი მოდულარული მეთოდით იწყება
"საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა" იმ პროფესიების განვითარებაზე დაიწყო ზრუნვა , რომლებიც ,,ჯი-აი-ჯი ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიების წამყავნი სპეციალობებია. ამჯერად დარგის სპეციალისტებთან ერთად სამთო პროფესიების მოდულები დამუშავდა. მთავარი მიზანი დარგის აღორძინება, ბაზარზე დაბრუნება, პოპულარიზაცია და თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლაა.
კომპანიამ დაასრულა სამთო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო-დოკუმენტებისა და მოდულების გადამუშავების პროექტი. დარგის სპეციალისტებისა და განათლების ფასილიტატორების მიერ განხორციელდა სამთო საქმის პროფესიული სტანდარტების/მოდულების ანალიზი და შემუშავდა შესაბამისი პროგრამა. აღნიშნულ პროგრამაში გაერთიანებულია სამი მიმართულება - სამთო ტექნიკოსი, სამთო ელექტრომექანიკოსი და მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი.
,,საქნახშირი ჯი-აი-ჯის“ მორიგი სოციალური პროექტი ტყიბულში
ტყიბულში სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახის ბავშვებისთვის კომპანია „საქნახშირმა“ ინგლისური ენის შემსწავლელი გაკვეთილების სწავლება დააფინანსა.
უცხო ენის გაკვეთილები 13-14 წლის ასაკის ოცამდე მოზარდისთვის კვირაში 2-ჯერ ტარდება. პროექტისთვის ტყიბულში საუკეთესო პედაგოგი შეირჩა. სწავლება უახლესი პროგრამებითა და სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს.
სტუდენტური სასწავლო პრაქტიკა „ ჯი-აი-ჯი“-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტელეკომუნიკაციის, ენერგეტიკისა და სამთო-ინჟინერიის ფაკულტეტების 12 წარჩინებული სტუდენტი GIEC -ის( საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია) მოწვევით გარდაბნის თბოელექტროსადგურში სასწავლო -შემეცნებითი პრაქტიკაზე იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ უკვე სამი წელია 12-ვე სტუდენტი „ჯი-აი-ჯი ‘’ ჯგუფის სტიპენდიანტია. ამ დარგების პოპულარიზაცია ახალგაზრდების დაინტერესება, მოზიდვა და მათი სამომავლოდ დასაქმება ეს „ჯი-აი-ჯი“ ჯგუფის ( რომლის შემადგენლობაში GIEC შედის) საგანმანათლებლო პროექტის ერთ-ერთი ეტაპია. სწორედ ამიტომ დღეს კორპორაცია ტექნიკური უნივერსიტეტის მე-3 კურსის წარჩინებულ სტუდენტებს მასპინძლობდა . „ჯი-აი-ჯიმ“ სტუდენტებს სასწავლო-შემეცნებითი პრაქტიკის კურსი, საზაფხულო სტაჟირება შესთავაზა. სამომავლოდ კი კომპანია სტუდენტებს რომლებიც არსებულ სპეციალობებს შეარჩევენ, საუკეთესოებს კორპორაციაში დასაქმებას სთავაზობს .
ოცწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიას ბიზნესისა და განათლების სფეროების თანამშრომლობის ეს მოდელი ერთ-ერთ საუკეთესო პრეცენდენტად მიაჩნია ახალგაზრდებში განათლების წახალისებისა და სამომავლო დასაქმების თვალსაზრისით. ტექნიკური სპეციალობების პოპულარიზაცია და ახალი კადრების აღზრდა და მოზიდვა მნიშვნელოვანია როგორც ამ სპეციალობებისა და ბიზნესისათვის ასევე ქვეყნის განვითარებისათვის.
"საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა" ტექნიკური განათლების პროპაგანდის კამპანია დაიწყო
უმსხვილესი ჰოლდინგი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" სახელმწიფოს მიერ აღიარებული პრიორიტეტების გათვალისწინებით, ახალგაზრდებში ტექნიკური განათლების პროპაგანდის კამპანიას იწყებს.ჰოლდინგის ორგანიზებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველი შეხვედრა 14 ივნისს გაიმართა, რომელსაც „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" მენეჯმენტი, თეთრიწყაროს რაიონიდან მოწვეული 50-მდე აბიტურიენტი და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატი დაესწრო.
,,ჯი-აი-ჯი“ წარმატებულ სტუდენტებს დაასაქმებს
,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი”, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია საგანმანათლებლო სექტორში მორიგ პროექტს ანხორციელებს.,, ჯი-აი-ჯი“ ენერგეტიკის საგანმანთლებლო პროგრამებში ჩართულ სტუტენდებს პროფესიული უნარ ჩვევების ასამაღლებლად სწავლის პარალელურად პრაქტიკის გავლის საშუალებას მისცემს . წარმატებულ სტუდენტებს კი დაასაქმებს. ამ მიზნით საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების თანახმად კომპანია სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს ილიას სახემწიფო უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამის ,,ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების მართვა და მდგრადი განვითარება“ წარმატებულ სტუდენტებს სწავლების მე-4 სემესტრის დასასრულს პრაქტიკა გაიარონ
”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” საქართველოში უმაღლეს ამერიკულ განათლებას აფინანსებს
ოქროს მედალოსან კურსდამთავრებულ ანი გვერდწითელს 4 წლიან საბაკალავრო პროგრამას”სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსტიტეტში-საქართველოში” ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” სრულად დაუფინანსებს.
„საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა“ და თეუსუ-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
„საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა“ და თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში თეუსუ-ს სტუდენტები გაივლიან სამუშაო პრაქტიკას საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის სხვადასხვა შვილობილ კომპანიებში, საქართველოს მასშტაბით.