
„საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ (სსეკ) ერთ-ერთი უმსხვილესი მულტიფუნქციური ენერგეტიკული კომპანიაა საქართველოში.
გენერაცია
„საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ ერთადერთი კომპანიაა ქვეყანაში, რომელიც ერთდოულად ფლობს და ოპერირებას უწევს როგორც ჰიდრო ასევე, თბოელექტროსადგურს. სსეკ-ის აქტივშია 8 ჰიდროელექტროსადგური და ბუნებრივ აირზე მომუშავე თბოელექტროსადგური. სსეკ-ის მფლობეობაში არსებული გენერაციის ობიექტების ჯამური დადგმული სიმძლავრე 350 მეგავატია. გეოგრაფიული თვალსაზრისით, სსეკ-ის ენერგოობიექტები საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა განლაგებული.
თრეიდინგი
ელექტროენერგია - „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აქტიურად იყენებს ქვეყნის უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას და აწარმოებს ელექტროენერგიით ვაჭრობას საქართველოს ოთხივე მეზობელ ქვეყანასთან. ელექტროენერგიით თრეიდინგის კუთხით სსეკ-ი უპირობო ლიდერია საქართველოში. კომპანია ახორციელებს როგორც საკუთარი ენერგო ობიექტებიდან წარმოებული ასევე, შესყიდული ელექტროენერგიის ვაჭრობის ოპერაციებს (ექსპორტი-იმპორტი-ტრანზიტი).
ბუნებრივი აირი - საქართველო სრულად დამოკიდებულია იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას არ გააჩნია საკუთარი ბუნებრივი აირი „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ ბუნებრივი აირით ვაჭრობაშიც საკმაოდ აქტიურად არის ჩართული. იგი ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეა აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის შემდეგ და ოპერირებს როგორც საბითუმო ასევე, საცალო სეგმენტზე. საცალო სეგმენტზე „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ წარმოდგენილია 33 აირ გასამართი სადგურით.
განვითარება
საქართველო 2007 წლიდან იქცა ელექტროენერგიის წმინდა ექპორტიორად. სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებამ განაპირობა ელექტორენერგიის მოხმარების ასევე სწრაფი ზრდა. 2007-2015 წლებში ელექტროენერგიის მოხმარება 33%-ით გაიზარდა და კვლავაც სწრაფი ტემპებით იზრდება. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობის საკითხი. საქართველოს უნიკალური ჰიდროპოტენციალი და ახალი გენერაციის ობიექტებისთვის დერეგულირებული ბაზარი მიმზიდველს ხდის ამ სექტორში ინვესტირებას.
„საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ ნათლად ათვითცნობიერებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და აქტიურად ახორციელებს მრავალმილიონიან ინვესტიციებს ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებში. 2020 წლისათვის სსეკ-ის ჰიდროელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 50%-ით გაიზრდება. ამავე პერიოდისთვის სსეკ-ის გენერაციის პორთფელს დაემატება ქარის ელექტროსადგურები.
დასაქმება
„საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაცია“ ასევე ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ამჟამად, კომპანიაში დასაქმებულია 1000 - მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი პროგრესულად იზრდება ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელების პარალელურად.
2017- კონსოლიდირებული ფინანსური ინფორმაცია (ქართ)
2017- კონსოლიდირებული ფინანსური ინფორმაცია (ინგ)