
ჩვენს ორგანიზაციაში დიდი ყურადღება ექცევა თანამშრომლების განვითარებას და მათი პოტენციალის სრულყოფილად გამოვლენას, რაც მუდმივი გავნითარებისა და სწავლების საშუალებით მიიღწევა. თითოეულ ახალ პროდუქტთან ერთად იზრდება შანსი თანამშრომლისთვის, უკეთ გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კომპანიის პროგრესში. კომპანიის მრავალპროფილიანობა აძლევს საშუალებას თითოეულ თანამშრომელს მოსინჯოს ძალები სხვადასხვა სფეროში, შეისწავლოს ახალი ბიზნეს მიმართულება და შეიძინოს ახალი უნარები ახალი გუნდის წევრების დახმარებით.
ჩვენთან პროფესიონალიზმი განსაკუთრებით დასაფასებელია. ჩვენი კომპანია ისეთ უნიკალურ პროფესიებს აერთიანებს, როგორიცაა ჰიდროტექნიკოსი, დეფექტოსკოპისტი, ბაბიტის ჩამომსხმელი, მარქშეიდერი, გეოლოგი და სხვა.
სწავლება და განვითარება
სისტემატიური ტრენინგები საკუთარი თანამშრომლებისთვის - ეს ის ერთ-ერთი შესაძლებლობაა, რომლითაც საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი დასაქმებულების უნარებისა და კომპტენციების გაღრმავებაზე ზრუნავს! მენეჯერული, ლიდერული, ენობრივი უნარების გაუმჯობესებაზე მიმართული შიდა ტრენინგები თანამშრომლებისთვის ქმნის შესაძლებლობას კარიერული ზრდისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგან.
სამუშაოს შეფასება
საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში დანერგილია დასაქმებულის სამუშაოს შეფასების სისტემა, რომლის ფარგლებშიც დადგენილი პერიოდულობით ფასდება დასაქმებულის მიერ შესრულებული სამუშაო, მიზნები და მისი კომპეტენციები.