
"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ერთობლივი ორგანიზებით პარლამენტში გამართულ „წყლის რესურსების მართვის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის“ საჯარო განხილვაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ელექტროგენერაციის სფეროშო მოქმედი ბიზნეს კომპანიების სახელით მან წარმოადგინა აღნიშნული კანონის პროექტთან დაკავშირებული შენიშვნები და წინადადებები.
კერძოდ, ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ კანონის პროექტი ითვალისწინებს როგორც წყლის აღებასა და ჩაშვებაზე ახალი ვადიანი სანებართვო სისტემის შემოღებას, ასევე მდინარეების აუზების კლასიფიკაციას, რამაც, დანახარჯების ზრდის გამო მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ელექტროსადგურების ფინანსურ მაჩვენებლებზე. კონონის პროექტში, სავარაუდოდ, გამორჩენილია თბოელექტროსადგურებისთვის წყლის აღების საკითხები, ისევე როგორ, არ არის ნათლად გაწერილი საირიგაციო სისტემებზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურებისა და სახელმწიფოს ურთიერთობის დეტალები.