,,ჯი-აი-ჯი“ წლის გამორჩეული პარტნიორის რანგში ,,დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” საქველმოქმედო ლანჩს დაესწრო
,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ არააღმასრულებელი დირექტორი გელა ბეჟუაშვილი“ კომპანიის სახელით ,,დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” დამფუძნებელთა ორგანიზებით გამართულ საქველმოქმედო ლანჩს დაესწრო. ღონისძიებაზე ,,ჯი-აი-ჯი“ წლის გამორჩეული პარტნიორის რანგში იყო მიწვეული. საქველმოქმედო სადილი დაჭრილ მეომართა ზრუნვის საქმეში სხვადასხვა კომპანიების, ბიზნესმენების და საზოგადოების წევრთა ჩართულობის გააქტიურებას და პარტნიორების შესახებ ინფორმირებას და მადლიერების გამოხატვას ისახავდა მიზნად.ღონისძიებაზე ფონდის მმართველობამ შეკრებილ საზოგადოებას ვრცლად წარუდგინა ფონდიაქმიანობა, მისია და მიზნები. კომპანიის სახელით გელა ბეჟუაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა თანადგომა და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი.,, ძალიან საამაყოა "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდთან " თანამშრომლობა, რომლის შექმნის ინიციატივა კომპანია "სილქნეტს" ეკუთვნის, ძალიან საამაყოა ჩვენი ჯარისკაცების გვერდით დგომა.."საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" - მისი დამფუძნებელი დავით ბეჟუაშვილი , ერთ-ერთი პირველია იმ კომპანიებსა და ბიზნესმენებს შორის რომელიც ამ აქციაში ჩაერთო. დავით. ბეჟუაშვილის გადაწყვეტილებით ეს არ იქნება ერთჯერადი სახის კონტრიბუცია და მზად არის გრძელვადიანი თანამშრომლობისთის“-აღნიშნა გელა ბეჟუაშვილმა.
,,ჯი-აი-ჯი“ საოკუპაციო ზოლთან არსებული სკოლის სპორტული დარბაზის გასარემონტებლად გამართულ აქციას შეუერთდა
,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ,,საოკუპაციო ზოლთან არსებულ სოფელ ბერშუეთის სკოლის სპორტის დარბაზის კეთილმოწყობის მიზნით გამართულ საქველმოქმედო აქციას შუერთდა.18 დეკემბერს, კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ“ ინიციატივით საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა. საქართველოსა და მსოფლიოს სპორტის ვარსკვლავების აქსესუარების გაყიდვიდან შემოსული თანხით ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტის დარბაზი გარემონტდება და საჭირო ინვენტარით მომარაგდება."საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა" აუქციონზე 2 ლოტი- ზაზა ფაჩულიას მაისური და ტოჩინოშინის კიმონო და ობი შეიძინა. კომპანიის დამფუძნებლის გადაწყვეტილებით ბერშუეთის სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაციის შემდეგ ტოჩინოშინის კიმონო და ობი სკოლას გადაეცემა და დარბაზში დაიკიდება.
,,ჯი-აი-ჯი“ პროექტის "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ პარტნიორია
2018 წელს ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი”, მორიგი პროექტის "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“-ს პარტნიორი გახდა , რომელშიც, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ აქტივობებში 300-ზე მეტმა შშმ პირმა მიიღო მონაწილეობა. ძირითადი აქტივობები ბორჯომის ხეობაში, სოფ. ჩითახევში პირველ ადაპტირებულ საველე ბანაკში განხორციელდა.,, საქართველოსინდუსტრიული ჯგუფის “ მიერ ბანაკის ტერიტორია სრულად ადაპტირებული გახდა. კერძოდ, მხარდამჭერის დაფინანსებით 70 მეტრიანი ხიდის სავალი ნაწილის რეკონსტრუქცია მოხდა და ხიდზე დამონტაჟდა ლიფტი, რომლის საშუალებითაც ეტლით მოსარგებლე პირებს თავისუფლად და დამოუკიდებლად შეუძლიათ ბანაკის ტერიტორიაზე გადაადგილება. ამ თანამშრომლობის შედეგად , პროექტს მეტი შესაძლებლობები გაუჩნდა
აქციას ,,ივლისი - სიკეთის თვე რაჭაში“ ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" შეუერთდა
,,საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ მწერალთა სახლის რეაბილიტაციაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა
მწერალთა სახლის რეაბილიტაციის კიდევ ერთი ეტაპი და ბინზესის წვლილი მის აღდგენაში. მადლობისთვის არა მაგრამ გვიხარია რომ მეცენატის, მართლა ბიზნესმენისა და უამრავი საქვეყნო საქმის წამომწყებისა და მოთავის დავით სარაჯიშვილის სახლის რეაბილიტაციაში ჩვენს კომპანიასაც მიეცა საშულება მიეღო მონაწილეობა. 'საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის " იმ წარმომადგენლებს შორის არის ვინც ამ პროექტში იყო ჩართული.
ხელოვნების სასახლეში დავით ბეჟუაშვილის სახელობის სამუზეუმო კოლექცია შეიქმნა
უნიკალური კოლექცია, ერთი წლის განმავლობაში ,,დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის“ მორიგი პროექტის ფარგლებში ,,ეროვნული სალაროს“ ფარგლებში შეიქმნა. ხელოვნების სასახლის მიერ მოძიებული მნიშვნელოვანი ისტორიის მატარებელი ხელოვნების ნიმუშები დღეს ფონდის დახმარებით სასახლის კუთვნილებაა და ახალ სამუზეუმო კოლექციას წარმოადგენს . პროექტის ფარგლებში შეძენილი რარიტეტული ნივთების უმეტესობა ქვეყნიდან გატანას გადარჩა.
,,პირველი ნაბიჯის“ მადლობის წერილი ,,ჯი-აი-ჯის“
,,პირველ ნაბიჯში“ 11 მაისს აუტიზმის ახალი ცენტრის პრეზენტაცია ჩატარდა, სადაც ორგანიზაციამ სტუმრებს აუტიზმის, ქცევითი და ემოციური სირთულეების მქონე ბავშვებთან მუშაობის ახალი მეთოდი "DIR Floortime" გააცნო. პირველი ნაბიჯი უკვე წარმატებით ახორციელებს ქცევით თერაპიას, კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების, სენსორული და კვების თერაპიებთან ერთად.ახალი ცენტრის გახსნა ერთობლივი ძალისხმევით და საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფის ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ახალი ლოკაცია შესაბამისი ინფრასტრუქტურით არის უზრუნველყოფილი. ახალი მეთოდისა და ცენტრის გახსნის ცერემონიის დასასრულს ,,პირველი ნაბიჯის“ადმინისტრაციამ, მეგობარი კომპანიების წარმომადგენლებს, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებს , გაწეული ქველმოქმედებისთვის სიმბოლურად ,,მადლობის სიგელები“ გადასცა.
,,სიკეთის ლამპარის“ ბენეფიციარებს ,, ჯი-აი-ჯიმ“ აღდგომა მიულოცა
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ტრადიციულად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს უხუცეს მეგობრებს ულოცავს. წელს კომპანია პანსიონ ,,სიკეთის ლამპარის“ ბენეფიციარებს ესტუმრა. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ,,ჯი-აი-ჯი“ წლებია პარტნიორობსსხვადასხვა საქველმოქმედო. პანსიონ ,,სიკეთის ლამპარის“ ორგანიზაცია ჩამოყალიბდა 2001 წლის თებერვალში. მისი ძირითადი ამოცანა იყო და არის მოხუცთა და ინვალიდთა საჭიროებისამებრ ხარისხიანი მოვლის უზრუნველყოფა, პროფესიული სამედიცინო და სასიამოვნო ფსიქოლოგიური მიკროკლიმატის შექმნის შედეგად.
,,საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“ ახალი მეგობრები ჰყავს,,
ჯი-აი-ჯი“ როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია ცდილობს თავის წვლილი შეიტანოს და უკეთესობისკენ შეცვალოს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების და მათი ოჯახების ცხოვრება. ,, ჩვენ სიკეთე გვაერთიანებს“- ამ კამპანიის ფარგლებში საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარი შეიძინა ,,პირველი ნაბიჯის „ სახით
თანადგომა
თქვენ ჩვენთან ერთად ვხდებით ქველმოქმედნი ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის,, ტრადიციული საახალწლო აქციაა, რომლის ფარგლებშიც , კომპანია თავის პარტნიორებსა და მეგობრებს ახალ წელს , წეროვანში მცხოვრები დევნილი ბავშვების ხელნაკეთი თექის საახალწლო სათამაშოებით ულოცავს . მათ ჩვენი თანადგომა სჭირდებათ, ამ ფორმით ეს ნივთები თქვენამდე მოდიან და ყველაზე მეტსითბოს ატარებენ....
პროექტ “ბავშვებს სურთ მშვიდობა”-ს მონაწილეები საქართველოში
“ბავშვებს სურთ მშვიდობა “ პროექტის მონაწილეები თბილისში სტუმრობდნენ. ბავშვები უკრაინის კონფლიქტის ზონისპირა ქალაქ ვილნოვახადან “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფისა” და ევროპული სკოლის მოწვევით ჩამოვიდნენ. უკრაინელი ბავშვები საქართველოში რამდენიმე დღე იმყოფებოდნენ. მათი საუბრის მთავარი თემა მშვიდობა იყო. “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” სამომავლოდაც ფიქრობს ანალოგიურ პროექტებში მიიღოს მონაწილეობა.
ჩვენ სიკეთე გვაერთიანებს - ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი"
კომპანია წლებია რაც საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,კათარზისთან" მეგობრობს და ტრადიციულად უხუცეს მეგობრებს ცხელი სადილით მასპინძლობს. კომპანია ბენეფიციარებისთვის მთელი წლის განმავლობაში ყოველთვიურად აფინანსებს
,,სამადლო სადილს“.
წლის სადღესასწაულო დღეებში კი ,,ჯი-აი-ჯი,, კათარზისში გამართული სადილით ბენეფიციარების გარდა ,სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ მოქალაქეებსაც მასპინძლობს.
ტყიბულში პირველი პანდუსი გაკეთდა.
ჩვენ ეს ერთად შევძელით! რეგიონებში ეს პირველი პროექტია როცა სახელმწიფოს, ბიზნესისა და არასამთვრობო ორგანიზაციის ძალისხმევით ასეთი სოციალური პროექტი განხორციელდა. " ნაბიჯი ტყიბულის", "საქნახშირი ჯი-აი-ჯისა" და ტყიბულის მუნიციპალიტეტის თანადგომით პანდუსი შშმ პირებისთვის გამგეობის სოციალური მომსახურების სამსახურთან გაკეთდა, იქ სადაც შშმ პირები ყველაზე ხშირად არიან, ყველაზე ხშირად უწევთ მოძრაობა, ურთიერთობა. ეს არის
პირველი პრეცედენტი როცა არა დედაქალაქში არამედ რეგიონში ბიზნესის, სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლობის შედეგად აღნიშნული სოციალური პროექტი განხორციელდა. პანდუსი ყველა საერთაშორისო სტანდარტისა და ნორმის დაცვით არის გაკეთებული. დაცულია როგორც კონსტრუქციის დახრა, ორმხრივი სახელურები, კიბის სიმაღლე და განი ასევე პანდუსის სიგანე, ფილების ფაქტურა. პირველი პანდუსი ტყიბულში გამგეობის სოციალური მომსახურების სააგენტოს შესასვლელთან დამოტაჟდა. დაგეგმილია კიდევ ორი კონსტრუქციის მშენებლობა: ტყიბულის თეატრის შენობაზე, როგორც შენობის გარეთ ასევე შენობაში შიდა პანდუსის მონტაჟი და ტყიბულის “სამთო ინსტიტუტის” შენობის ადაპტირება შშმ პირებისათის
GIG - "თბილისი თბილისს ეხმარება"
,, თბილისი თბილისს ეხმარება, ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიმდინარე საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ,, საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა '' ქალაქს რეალური მხარდაჭერა გამოუხატა. კომპანიამ თავის თანადგომა ,ხელოვანთა მიერ შემოწირული ნახატების შეძენით გამოხატა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში შესული თანხით, ჩვენ ერთად შევძელით 13 ივნისის ტრაგედიისას დაზარალებული მოქალაქეების დახმარება.
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" განცხადება
კომპანია " საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" თითოეული წარმომადგენელი აცნობიერებს, რომ ის რაც გუშინ მოხდა თბილისში არის ყოველი ჩვენთაგანის ტრაგედია. გვინდა თანადგომა გამოვუცხადოთ დაზარალებულ თანამოქალაქეებს და კომპანია 10 000 ლარის ოდენობის პირველადი მოხმარების ნივთებით დაეხმარება დაზარალებულებს. ჯი-აი-ჯი ჯგუფი მწუხარებას გამოთქვამს გუშინ ღამით თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშრებით , უსამძიმრებს სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და თანაგრძნობას უცხადებს დაზარალებულებს . თბილისი ჩვენი სახლია..
ეს არ არის ქველმოქმედება, ეს არის ჩვენი მოვალეობა. ეს არ არის იძულება, ეს არის დიდი სურვილი იყო შენს ქალაქთან და შენს მოქალაქეებთან ერთად, ეს არ არის სხვისი ტკივილი, ეს არის ყველა ჩვეთაგანის გულისტიკივილი... "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" პირველივე დღიდან დგას იქ სადაც ყველა ..
”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” საჩუქარი 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულ მოზარდებს
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის, მათი მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელის, ლევან მოსიაშვილის ინიციატივითა და”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” მხარდაჭერით 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული მოზარდებისთვის კულტურულ
შემეცნებითი აქცია გაიმართა. მოზარდებმა საჩუქრად მათთვის საინტერესო, შემეცნებითი შინაარსის წიგნები მიიღეს , ადგილზე გაეცნენ, ეროვნულ ბიბლიოთეკის ისტორიას, საქმიანობას, მომსახურების წესებს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში , მოზარდებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მდებარე ფრანგული ინსტიტუტის ბიბლიოთეკაშიც უმასპინძლეს , საჩუქრად უფასო აბონემენტები გადასცეს და ფრანგული კრუასანებით გაუმასპინძლდნენ.
,,ჩვენ სიკეთე გვაერთიანებს“ - „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“
ჩვენი გუნდის დახმარებით ახალგაზრდა სპორტსმენებს ,შესაძლებლობა ექნებათ საერთაშორისო ასპარეზობისთვის მზადება სრული სპორტული ინვენტარით გააგრძელონ. მხატვრული ტანვარჯიშის ახალგაზრდა გუნდის წევრებმა, რომლებიც საერთაშორისო დონის შეჯიბრისთვის ემზადებოდნენ , ვარჯიში განაახლეს. 2015 წლის 13 ივნისის სტიქიამ მათი დარბაზიც დააზიანა და პატარებმა ვარჯიშიც შეწყვიტეს. შემდეგ იყო ეროვნული ბიბლიოთეკის აქცია სადაც მხარტვერები სტიქიით დაზარელებულებს ეხმარებოდნენ. მაშინ ჩვენმა კომპანიამ "საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა" ლევან მოსიაშვილის ნახატები შეიძინა. საფრანგეთში მოღვაწე მხარტავრმა კი თანხა სწორედ სტიქიით დაზარალებულ პატარა ტანმოვარჯიშეებს გადაურიცხა. ასე დომინოს პრინციპით მოხდა ყველაფერი და დღეს უკვე ტანმოვარიჯშებს ახალი ხალიჩა აქვთ, ხვალ კი და დარწმუნებულები ვართ რომ ეს პატარები სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებიდან გამარჯვებულები დაბრუნდებიან.
,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი’’-ის კიდევ ერთი თანადგომა შემოქმედის ეპარქიას.
ჩოხატაურის რაიონში, იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერში , სადაც რამდენიმე წელია რაც სამონასტრო ცხოვრება აღდგა, 50 -მდე ბერი და მორჩილი ცხოვრობს. მძიმე კლიმატური პირობების შემსუბუქებას საქნახშირი მცირედი თანადგომით ცდილობს. კომპანიამ ზამთრის სეზონისთვის მამათა მონასტერი 25 ტონა ქვანახშირით მოამარაგა.
"ჯი-აი-ჯის" საჩუქარი ბალეტის მოყვარულებს.
"საქართველოს სახელმწიფო ბალეტი 2004 -2014 წლებში" - "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" პარტნიორობით და დაფინანსებით გამოიცა . ქართული ბალეტის 10 წლიანი ისტორია ერთ ალბომში: ფოტოები,პრემიერები, სპექტაკლები, გასტროლები, რეცენზიები , წარმატებები და ანოტაციები ერთად. "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" კიდევ ერთი პროექტი და წარმატებული პარტნიორობა. კომპანია მოხარულია ამ თანამშრომლობით და სამომავლოდაც გეგმავს იყოს ქართული კულტურის სამსახურში. ბალეტის პრიმას ნინო ანანიაშილს კი მადლოვას ვუხდით იმისთვის, რომ მოგცა საშუალება ვყოფილიყავით პარტნიორები.
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" საჩუქარი ქართველი და უცხოელი მკითხველისთვის
ვაჟა ფშაველას მოთხრობები , რუსუდან ფეტვიაშვილის ილუსტრაციებით ეს ორი ქართული ბრენდი უკვე ერთ საგანძურშია. "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა წიგნი , რომელშიც დაბეჭდილია ქართულ და ინგლისურ ენებზე ვაჟა ფშაველას მოთხრობები. გამოცემაში ასევე შესულია მწერლის პუბლიცისტური წერილი ,,კოსპოლიტიზმი და პატრიოტიზმი.
,,ვაჟაობა“ ჩარგალში
,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“- ჩარგალში გამართული სახალხო დღესასწაულის ,,ვაჟაობის’’ ერთერთი მასპინძელი კომპანია იყო. ჩარგალს მწერლები, პოეტები და ხელოვნების სხვადასხვა დარგის ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და ხელუსუფლების წარმომადგენლები სტუმრობდნენ. დღესასწაულზე წარმოდგენილი იყო ხალხური რეწვის ნიმუშები, სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლები. გაიმართა დოღი და სპორტული ღონისძიებები. წელს ვაჟა ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წელი შესრულდა, ამ თარიღის აღსანიშნავად ლიტერატურის დარგში ვაჟა ფშაველას სახელობის პრემია დაწესდა, რომლის მფლობელიც ორ წელიწადში ერთხელ გამოვლინდება. სახელმწიფოს მხრიდან ვაჟა ფშაველას პრემიანტი ოქროს მედალსა და 10 000 ლარის ფულად ჯილდოს მიიღებს.
,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ მხარდაჭერით ათონის მთის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა
საქართველოში საბერძნეთის საელჩო, საქართველოსთან დიპლომატიური თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, 17 ნოემბერს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ფოტოგამოფენა "ფოტოგრაფიული მარშრუტი ათონის მთაზე 1969-2001" გახსნა. გამოფენაზე კოსტას ბალაფასის მიერ 1969-2001 წლებში ათონის მთაზე გადაღებული 50 რჩეული ფოტო გამოიფინა. ღონისძიება ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ მხარდაჭერით შედგა.კოსტას ბალაფასი ბერძნული ფოტოგრაფიის ერთ-ერთი უდიდესი დიდოსტატია.
„საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის გასართობი ღონისძიება დააფინანსა
ჰოლდინგმა „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ გასულ დღეებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის გასართობი ღონისძიება დააფინანსა. ღონისძიების ორგანიზება მოხერხდა არაკომერიული ორგანიზაცია ,,პირველი ნაბიჯები საქართველოსთან“ და სოციალური რეაბილიტაციისა და ფიზიკური ადაპტაციის ცენტრ „აისთან“ თანამშრომლობით. ოთხიდან თორმეტ წლამდე ბავშვები არჩეულ იქნენ გამოცდილი პროფესიონალების მიერ, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ღონისძიება თითოეული მათგანისთვის სარგებლის მომტანი იქნებოდა. ეტლს მიჯაჭვულმა და ფსიქიკური თუ ფიზიკური დაავადებების მქონე ბავშვებმა თანატოლებთან ერთად ისიამოვნეს ბავშვთა გასართობ ცენტრში გამართული საღამოთი. პროგრამის სხვა მონაწილეებთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუდია ,,გვირილას“ აღსაზრდელები, რომლებიც ხალისიანი მუსიკალური წარმოდგენებითა და მოწვეულ სტუმრებთან მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ.
"საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა" სპონსორობა გაუწია 20 მაისს გამართულ ავტორბოლას უნარშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის
2012 წლის 20 მაისს თბილისში კოსტავას გამზირზე გაიმართა ავტორბოლა წვყილთა თანრიგში ეტლით მოსარგებლე პირების, პროფესიონალი ავტომბროლელებისა და მათი მეგობრების მონაწილეობით.
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ უერთდება „სოციალური დახმარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის“ ინიციატივას
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აგრძელებს „სოციალური დახმარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდთან“ თანამშრომლობას და უერთდება ფონდის მორიგ ინიციატივას ჩვენი ქვეყნის სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევაში. გაერთიენება „სოციალური დახმარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის“ ძირითადი მიზანია სოციალურად დაუცველი ფენების მდგომარეობის შემსუბუქება (მარტოხელა მოხუცები, ობლები, მრავალშვილიანი ოჯახები, ლტოლვილები და ა.შ.). უკვე 12 წელია ფონდი რეგულარულად ახორციელებს სხვადასხვა საქველმოქმედო საქმიანობას. გარდა ამისა ზრუნავს 5-ზე მეტ მართლმადიდებლურ ეკლესიის მრევლზე; შეძლებისდაგვარად აწყობს სადილებს, არიგებს კვების პროდუქტებს, პირველადი აუცილებლობის საგნებს და მედიკამენტებს, ტანსაცმელსა და სასკოლო სახელმძღვანელოებს. ასევე ფონდი ყოველ წელს აწყობს საშობაო ნაძვის ხეს ბავშვებისთვის.