ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
23ივლისი
ევროპული სკოლა - CIS-ს სერთიფიკატის მქონე ერთადერთი სკოლა საქართველოში

ჩვენი ჰოლდინგის წევრი "ევროპული სკოლა“ კვლავ პირველი და ჯერ კიდევ ერთადერთი სკოლაა საქართველოში, რომელმაც წელსაც მოიპოვა  საერთაშორისო სკოლების საბჭოს აკრედიტაცია.  შესაბამისად, იგი აგრძელებს ლიდერობას  საქართველოში  არსებულ საერთაშორისო სკოლებს შორის.

 

CIS-ის აკრედიტაციის მიღება პრესტიჟული აღიარებაა საგანმანათლებლო სისტემაში და ენიჭებათ მხოლოდ იმ სკოლებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საერთაშორისო განათლების უმაღლეს სტანდარტებს.

 

CIS-ის რეაკრედიტაცია მოსწავლეთა აკადემიური წარმატების, მათი კეთილდღეობის ხელშეწყობისა და გლობალური მოქალაქეობის მიმართ ჩვენი სკოლის ერთგულების დასტურია. ეს ნიშნავს, რომ „ევროპული სკოლა“  სწორი მიმართულებით, თანმიმდევრულად აგრძელებს განვითარებას და ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია, როცა  სწავლების სტადარტისა და ხარისხის მუდმივი სრულყოფა გრძელდება, სკოლა კი ახალი გამოწვევბისთვის იწყებს მზადებას.

ნახე მეტი