ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
30ივნისი
EWUNI-სა და არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის (ASU) სტრატეგიული თანამშრომლობის დასაწყისი და ახალი შესაძლებლობები

ჩვენს ჰოლდინგში შემავალი აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი (EWUNI) აგრძელებს სწრაფ განვითარებას. იგი ერთ-ერთი დინამიურად მზარდი საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც ჯიაიჯის მულტიინდუსტრიულ ჰოლდინგს ბოლო პერიოდში შემოუერთდა. ჩვენი გუნდის ინტერესი სწორედ  უნივერისტეტის რეგიონული ხედვა იყო, რომელიც თავიდანვე ორიენტირებული იყო სამეზობლო და  საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე.

 

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტმა და არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 30 ივნისს ოფიციალურად გააფორმეს  სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი. ამ მნიშვნელოვანი პარტნიორობის პირველი ეტაპი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი. იგი მოიცავს საინფორმაციო და ინტერაქციულ აქტივობებს, რომლებშიც მათ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო პროგრამებზე მიეცათ წვდომა, რამაც თანამედროვე განათლების მიღების სამომავლო შესაძლებლობები საგრძნობლად უნდა გააღრმავოს და გაამარტივოს.

 

ქართული მხარე მიიჩნევს, რომ ეს პარტნიორობა ინოვაციური და ინტერდისციპლინარული საგანმანათლებლო ცენტრის შექმნისა და განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

 

მეტი ურთიერთობები და მაღალი სტანდარტი, რომელიც სწავლების ხარისხზე აისახება - აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერისტეტი სწორედ ამ მიმართულებას ავითარებს, რაც სრულ თანხვედრაშია ჯიაიჯის კორპორატიულ მიდგომასთან.

 

EWUNI ახალგაზრდა უნვერისტეტია, თუმცა ამ 6 წლიანი ისტორიის მანძილზე მან უკვე შეძლო თანამედროვე განათლების მიწოდების ბაზარზე საკუთარი თავის დამკვიდრება. იგი საინტერესო და ხელმისაწვდომი აღმოჩნდა როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ახალგაზრდებისათვის. პირველ რიგში ეს ინტერესი გამოწვეულია სამედიცინო განათლების შესაბამისი ხარისხის შეთავაზებით. უნივერსიტეტის შექმნის მიზანიც ხომ სწორედ ეს იყო - განათლებისა და მედიცინის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების გამოცდილების გაზიარებითა და საკუთარ საქმიანობაში გათვალისწინებით. აღნიშნული კი გრძელვადიანი და თანმიმდევრული პროცესია.

 

EWUNI-ის მიზანია, რომ მისი კურსდამთავრებული კონკურენტუნარიანი იყოს  დასაქმების დიდ საერთაშორისო ბაზარზე, რასაც უდაოდ შეუწყობს ხელს ახლად დაწყებული პარტნიორობა ისეთ მაღალი რეპუტაციის მქონე სასწავლო დაწესებულებასთან, როგორიცაა არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ewuni.jpeg

image00011-750x375-1.png

Copy-of-image00021.jpeg

image00021.jpeg

Copy-of-image00015.jpeg

image00043.jpeg

image00075.jpeg

ნახე მეტი