დაბადების ადგილი: მანგლისი, საქართველო
დაბადების თარიღი: 1 მარტი, 1967
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული, 3 შვილი
2011 წელს დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლა (აშშ). არის სახელმწიფო მართვის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მფლობელი.
1998 წელს დაჯილდოებულია გაერო-ს სტიპენდიით.
1997 წელს დაამთავრა ტეხასის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა (აშშ), რის შემდეგაც მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
1996 წელს დაჯილდოვებულია აშშ-ს კონგრესის სტიპენდიით.
1991 წელს დაამთავრა ქ. კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის უკრაინის ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი და მიენიჭა საერთაშორისო სამართლის იურისტის კვალიფიკაცია.
სხვადასხვა დროს გავლილი აქვს სპეციალური კურსები სამართლისა და სახელმწიფო მართვის საკითხებში აშშ-სა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში.
2015 მარტი - 2017 ნოემბერი- Heidelberg Cement Georgia (HCG) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
2014 დეკემბერი - დღემდე: საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი, Foundation Dom Cabral ბიზნეს სკოლა, ბრაზილია.
2014 - არა-აღმასრულებელი დირექტორი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (GIG).
2008 -2014 - საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი.
2005-2008 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
2004-2005 - საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.
2004 - საქართველოს თავდაცვის მინისტრი (პირველი სამოქალაქო მინისტრი).
2000-2004 - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
1997-2000 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი.
1993-1996 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ყაზახეთის რესპუბლიკაში.
1991-1993 - მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივ სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობებზე.
1998-2000 წლებში აქტიურად თანამშრომლობდა ევროპულ სტრუქტურებთან: ევროპის საბჭოს სახელმწიფო მრჩეველთა კომოტეტის ექსპერტი საერთაშორისო საჯარო სამართლის სფეროში (CAHDI); ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფის ექსპერტი (GMC); ევროპის საბჭოს ეროვნული უმცირესობათა დაცვის კომიტეტის ექსპერტი (DH-MIN); ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ექსპერტი (საკონსტიტუციო სამართალი).
1999 წელს იყო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი BSEC-ის მაღალი დონის ოფიციალურ მოლაპარაკებებსა და შეხვედრებზე, ქ. სტამბოლში, ქ. სალონიკსა და ქ. კიშინიოვში. აგრეთვე, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი იუსტიციის მინისტრთა კონფერენციებზე ქ. კიშინიოვში.
1997-1999 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. გელა ბეჟუაშვილი იყო შემდეგი კანონების შექმნაზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის უფროსი: საქართველოს კანონი «დიპლომატიური სამსახურის შესახებ» (1999 da 2007 wlebis) და საქართველოს კანონი «საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ»(1997). აგრეთვე, მისი ავტორობითა და ხელმძღვანელობით არის შექმნილი საქართველოს ორგანული კანონebi: «ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ» da “sadazvervo saqmianobis Sesaxeb”.
2000 წლიდან ძირითად საქმიანობასთან პარალელურად ეწევა სამეცნიერო მოღვაწეობას საერთაშორისო სამართლის საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნაშრომი და წიგნი.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი და ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინი.
გელა ბეჟუაშვილი დასახელებულ იქნა 2004 წლის ადამიანად აშშ-ს ბიოგრაფიული კვლევების ინსტიტუტის მიერ.
2006 წელს, უკრაინის დამოუკიდებლობის 15 წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, მიენიჭა უკრაინის სახელმწიფო ჯილდო – I ხარისხის ორდენი «დამსახურებისთვის» - საერთაშორისო პოლიტიკასა და უკრაინასა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის.
2007 წელს, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის # 94 ბრძანებულებით, გელა ბეჟუაშვილი დაჯილდოვდა ტერა მარიანას ჯვრის III კლასის ორდენით, რომელიც ესტონეთის რესპუბლიკის უმაღლესი კატეგორიის ჯილდოს წარმოადგენს.
2013 წელს, საქართველოს პრეზიდენტის N 01/11/04 განკარგულებით, გელა ბეჟუაშვილი დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის - I ხარისხის ორდენით.
2008 წელს აშშ-ს ბიოგრაფიული კვლევების ინსტიტუტმა გ.ბეჟუაშვილი დაასახელა მსოფლიოს წამყვანი ინტელექტუალების ქარტიის ნამდვილ წევრად - მის მიერ საქართველოს თავდაცვისა და სამხედრო ძალებზე სამოქალაქო კონტროლის რეფორმირების, აგრეთვე საგარეო საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციონალური რეფორმირებისა და უსაფრთხოების სისტემის რეფორმირების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის გამო.
2008 წელს აშშ-ს ბიოგრაფიული კვლევების ინსტიტუტმა გ.ბეჟუაშვილი დაასახელა ამერიკის სახელგანთქმულ ადამიანთა დარბაზის გამორჩეულ წევრად - წარმატებული ლიდერობის საქმეში ფასდაუდებელი წვლილისათვის.