English |
,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი’’ ტრადიციისამებრ აგრძელებს სოციალურად დაუცველი თბილისელებისთვის თანადგომის აქციას. საშობაო-საქველმოქმედო სადილის ფარგლებში კომპანია GIG კათარზისის ბენეფიციარებსა და სტუმრებს საახალწლო სადილით გაუმასპინძლდა. 7 იანვარს, კომპანიისა და კათარზისის ორგანიზებით გამართულ აქციაში 400-მდე ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა. ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი’’, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია წლებია რაც მიუსაფარი და უმწეო მოხუცებისთვის, როგორც დღესასწაულებზე, ასევე წლის განმავლობაში ,,ცხელი სადილით“ მასპინძლობს მათ.