
,,ნეოგაზი" როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია აქტიურად განაგრძობს ეკოლოგიური მიმართულებით სხვადასხვა ტიპის სოციალურ აქტივობებს. კომპანიის ინიციატივით მორიგი გამწვანების აქცია გაიმართა , რომელსაც N178-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ.ამჯერად ვარკეთილის საკრებულოსა და ადგილობრივი მაჟორიტარის თხოვნით ახალ რეკრიაციულ ზოლად სკოლის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა .
გამწვანების აქციის ფარგლებში 100 ძირი კედრის ხე, ვარკეთილი 3, მე-2 მ/რ-ში მდებარე N23-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგო .
ღონისძიების "გაამწვანე ვარკეთილის" მიზანია, რაიონში რეკრეაციული სივრცეების განვითარება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. ერთობლივი ძალისხმევით, კი ვარკეთილის 3-ში ერთ-ერთი გამორჩეული სკვერი გაშენდა.
"ნეოგაზი"-სთვის გარემოზე ზრუნვა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება.