
ნეოგაზის მორიგი სოციალური პროექტი. საახალწლო დღეებში „ნეოგაზის“ წარმომადგენლებმა "კათარზისში" სოციალურად დაუცველი ხანდაზმულები მოინახულეს და ცხელი სადილით უმასპინძლეს.კომპანია სოციალურად დაუცველი თბილისელებისთვის თანადგომის აქციის ფარგლებში ესტუმრა და უხუცეს მეგობრებს და ახალი წელი მიულოცა. საშობაო-საქველმოქმედო სადილის ფარგლებში კომპანია ,,ნეოგაზმა’’ კათარზისის ბენეფიციარებსა და სტუმრებს ცხელი სადილით გაუმასპინძლდა. კომპანიისა და კათარზისის ორგანიზებით გამართულ აქციაში 400-მდე ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა. ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი’’, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია წლებია რაც მიუსაფარი და უმწეო მოხუცებისთვის, როგორც დღესასწაულებზე, ასევე წლის განმავლობაში ,,ცხელი სადილით“ მასპინძლობს. . ამჯერად ჩვენს მეგობრებს კომპანიის შვილობილი ,,ნეოგაზი „ ესტუმრა .