„ნეოგაზი“ ირჩევს მწვანეს და აქტიურად იწყებს ზრუნვას როგორც გარემოზე, ასევე მის მომხმარებლებზე. პირველ ეტაპზე, მოხდება ქალაქ თბილისში მდებარე ორი სადგურის (საბურთალო, უნივერსიტეტის ქ.N6 / ორთაჭალა, გულუას ქ.N22) გამწვანება, სადაც მომხმარებელი შეძლებს თავი ამოყოს ნეოგაზის ეკო სადგურზე გამწვანებულ, რეკრეაციულ ზონაში. 29 ივნისს სადგურებზე მოსულ მომხმარებლებს გადაეცათ ეკო საჩუქრები: სხვადასხვა აქსესუარებთან ერთად მათ მიიღეს ეკო ფანქარი, რომელშიც მოთავსებულია მცენარის თესლები, რაც თითოეულ მათგანს მისცემს საშუალებას დარგოს ერთი ძირი ხე.
მომხარებელს „ნეოგაზი“მთელი ზაფხულის განმავლობაში თავაზობს სიახლეებს და განსაკუთრებულ საჩუქრებს. ივლისის თვეში ლოიალური ბარათის ნეოქარდის მფლობელებს შეეძლებათ ყოველ ოთხშაბათს, შაბათს და კვირას დააგროვონ თითქმის გაორმაგებული ქულები ნეოქარდზე და „გაგაზე ზღვაზე“ აქციის ფარგლებში მიიღონ სასიამოვნო საჩუქრები. განსაზღვრული ოდენობით საწვავის შეძენის შემთხვევაში, მონაცვლეობით სხვადასხვა სადგურებზე მომხმარებელს გადაეცემა ცივი წყალი, საქართველოს რუკა, ხოლო ნეოქარდზე დაგროვილი კილომეტრებით კი შეძლებს „გაგაზოს“ და დაისვენოს ზღვაზე.
ერთგულ მომხმარებელს ელის“ ნეოგაზის“ წამახალისებელი გათამაშება საჩუქრებით და რა თქმა უნდა მთავარი პრიზი- ავტომანქანა. ეს ყველაფფერი ეტაპობრივად განხორციელდება და ინფორმაციები კომპანიის ფეისბუქ გვერდზე განთავსდება.
კომპანია სოციალურ პასუხისმგებლობად აღიქვამს ეკოლოგიაზე ზრუნვას. „ნეოგაზი“ უკვე შეურთდა ბორჯომის ტყის აღდგენის კამპანიას, რომლის ფარგლებშიც გაზაფხულზე დაირგო ასეულობით ძირი ხე. ეს არის დასაწყისი და „ნეოგაზი” გააგრძელებს საკუთარი წვლილის შეტანას ბორჯომის ტყის აღდგენის პროცესში და მოუწოდებს ყველას შეურთდეს ამ აქციას. მწვანე ჩვენი არჩევანია
„ნეოგაზი“, როგორც ეკოლოგიაზე მზრუნველი კომპანია, თავისი ახალი სლოგანით: მწვანე ჩვენი არჩევანია! მომხმარებელს იწვევს , რომ არჩევანი სწორედ ისეთ პროდუქტზე შეაჩეროს , რომელიც გარემოს ნაკლებად აზიანებს . კამპანიის მიზანია ეკოცნობიერებისა და პასუხისმგებლობის ამაღლება და მოუწოდებს მომხმარებელს, რომ ისიც გახდეს ამ ყველაფრის ნაწილი, აირიჩიოს ნეოგაზი და შესაბამისად „მწვანე“!
http://pirveliradio.ge/?newsid=87587