English  |  
English
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
      კომპანიის მიმოხილვა
      მისია და ხედვა
      ჩვენი გუნდი
      შვილობილი კომპანიები
      საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
      მტკვარი ენერჯი
      ნეოგაზი
      დაკავშირებული კომპანიები
      კორპორატიული მართვა
  • სიახლეები
  • სოციალური პასუხისმგებლობა
  • კარიერა
      ჩემი GIG
      კორპორატიული კულტურა
      დასაქმება
      განვითარება
      ვაკანსიები
  • მულტიმედია
  • კონტაქტი
  • საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
  • ელექტროენერგიის გამომუშავება
  • ბუნებრივი აირით ვაჭრობა
  • მიმდინარე პროექტები
  • ბუნებრივი აირით ვაჭრობა

    შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“  (სსეკ) ახორციელებს ბუნებრივი აირით ვაჭრობას როგორც საცალო, ასევე საბითუმო ბაზრებზე. ბუნებრივი აირის შესყიდვა ხდება კავკასიის რეგიონში მომუშავე აირის ძირითადი მომწოდებლებისგან და ნაწილდება შემდეგი პროპორციით: 66%- საბითუმო და 34%  - საცალო რეალიზაცია მთლიანი გაყიდვებიდან. ბუნებრივი აირის მთავარი მომხმარებლები არიან ცემენტის ქარხნები და გაზგასამართი სადგურები. ბოლო რამდენიმე წელია რაც კომპანია ახდენს გაზის იმპორტს, რომლის მოცულობაც წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება.   

    კლიენტებთან საიმედო და გრძელვადიანი თანამშრომლობისა და  სადგურების ფართო ქსელის მეშვეობით, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ წარმატებით დამკვიდრდა ადგილობრივ ბაზარზე და განაგრძობს გაფართოვებას.

    2012 წელს კომპანიამ შექმნა ახალი ბრენდი „ნეოგაზი“ და დაიწყო, როგორ არსებული, ასევე ახალი სადგურების გაერთიანება „ნეოგაზის“ ბრენდის ქვეშ. 2014წელს აქტიურად მიმდინარეობდა არსებული სადგურების ტექნოლოგიური განახლებისა და ბრენდირების პროცესი, რის შედეგადაც 2016 წელს კომპანია ფლობს"ნეოგაზის" ბრენდის ქვეშ არსებულ 18 ავტო- გაზგასამართ სადგურს. „ნეოგაზი“ მიზნად ისახავს ქსელის გაფართოებას და ახლო მომავალში საქართველოს მთლიანი არეალის მოცვას.

    დამატებითი ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს http://neogas.ge/geo  

    არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბერის №69 ბრძანების საფუძველზე დერეგულირებულია, რაც გულისხმობს მოხმარებული ბუნებრივი გაზის ფასის განსაზღვრას მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის, გაფორმებული ტიპიური ხელშეკრულების საფუძველზე (იხ. ხელშეკრულება 1; ხელშეკრულება 2 ).

    საცალო მომხმარებლისთვის ფასი მერყეობს 265 აშშ დოლარიდან 290 აშშ დოლარამდე ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

     

     

    © 2011-2017 Georgian Industrial Group
    კომპანია კონტაქტი