
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ახალ ენერგეტიკულ პროექტში მსხვილი ინვესტიციის გნხორციელებას გეგმავს.პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
2014 წლის ივნისსში ხელი მოეწერა შესაბამის ხელშეკრულებას ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს , საქართველოს ენერგეტიკისა და შპს ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას „ შორის. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის მხრიდან ხელშეკრულებას ხელი ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიის“გენერალურმა დირქტორმა ზურაბ გოზალიშვილმა, მთავრობის მხრიდან ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ და და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერეს.
ხელშეკრულების თანახმად, კორპორაცია ტყიბულის მუნიციპალიტეტში 100-150მგვტ. სიმძლავრის ,ნახშირზე მომუშავე ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობას იწყებს. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივ აირზე მომუშავე ახალი მაღალეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობას , საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად.