
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ სამომავლო პრიორიტეტებში სულ უფრო მეტად ირჩევს მწვანე ენერგეტიკულ მიმართულებებს. „საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ რომელიც GIG ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის, შიდა ქართლში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. საუბარია გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ სკრაში 20,7 მგვტ-ის სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურზე. წლიური გამომუშავება 85.23 მლნ.კვტ.სთ. ინვესტიციის ღირებულება კი 23 .3 მლნ დოლარია. მშენებლობა ტექნიკურ- ეკონომიკური დასაბუთებისა და კვლევის შედეგებზეა დამოკიდებული. კვლევითი სამუშაოები ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ამის შემდეგ ქარის სადგურის პროექტი განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავა.
განახლებადი ენერგიით დაინტერესებას საქართველოს ხელისუფლებაც გამოთქვამს . საკითხი საქართველოს მთავრობის სხდომაზე განიხილეს: „საქართველოს მთავრობასა და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ შორის „სკრა ქარის“ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ 12 თვის განმავლობაში საკუთარი სახსრებით უნდა ჩაატაროს „სკრა ქარის“ ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.ელექტროსადგურის ადგილმდებარეობაა გორის მუნიციპალიტეტი, ელექტროსადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე კი 20,7 მგვტ-ს შეადგენს. სავარაუდო წლიური გამომუშავება 85,23 მლნ.კვტ.სთ.სავარაუდო განსახორციელებელი ინვესტიცია კი 23,3 მლნ აშშ დოლარია, კომპანია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. მშენებლობის პროცესში გათვალისწინებულია 250 ადამიანის დასაქმება. სადგურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი ობიექტი 30 -თ კაციანი პერსონალით დაკომპლექტდება. პროექტზე მუშაობისას გაიწერება გეგმა სადაც გასაზღვრული იქნება ადგილობრივი კადრების მომზადება- გადამზადების პროცესი.
კომპანიის გადაწყვეტილებით , შემუშავდება სოციალური პასუხისმგებლობის დოკუმენტი (CSR) , გეგმიურად გაიწერება ყველა ის აქტივობა, რომელსაც GIEC ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად განახორციელებს.
„ საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ პროექტი საქართველოში ერთ-ერთი პირველი მასშტაბური პროექტია რომელსაც კერძო კოპმანია გეგმავს განახლებადი ენერგიის სექტორში. მისი ამოქმედება საქართველოს ენერგო უსაფრთხოებისა და ელეტქროენერგიის მზარდი საჭიროებების შემთხვევაში კიდევ ერთი დამატებითი და რაც მთავარია ეკოლოგიურად მოპოვებადი ელექტროენერგიის გამომუშავების წყარო იქნება ჩვენი ქვეყნისათვის.