English |

კომპანია ,,მტკვარიენერჯის“ თანამშრომელმა ზურაბ წიქარიძემ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში რუსი მეტოქე ალექსანდრ არხანგელსკი 2-1 დაამარცხა და ვეტერანებს შორის პლანეტის უძლიერესის ტიტული მეოთხედ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ , შარშან გამართულ ასპარეზობისას , მან ნახევარფინალსა და ფინალშიც რუსი მეტოქეები დაამარცხა.ზურაბ წიქარიძე წლებია კომპანია ,,მტკვარიენერჯის“ თანამშრომელია და კომპანიის მხარდაჭერით წარმატებით ასპარეზობს სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო ჩემპიონატებში. თბილისის სპორტის სასახლეში ვეტერან მოჭიდავეებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი გუშინ დაიწყო.როგორც ბერძნულ-რომაულ, ასევე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ტურნირი ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში, ექვს სხვადასხვა წონაში გაიმართება.