
,,ჯი-აი-ჯის“ ცენტრალურ ოფისში 30 ივლისს ჩინელ ინვესტორებთან მორიგი შეხვედრა შედგა.„Shanxi Coking Coal Group“ ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კომპანიაა, რომელიც საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში საინვესტიციო კლიმატის, კერძოდ კი ნახშირის მომპოვებელი ჩინური გიგანტის წარმომადგენლები ტყიბული-შაორის საბადოზე მოპოვებითი სამუშაოებით და ნახშირის 300 მეგავატი სიმძლავრის თბოსადგურის მშენებლობის პროექტში შესაძლო ჩართულობით დაინტერესდნენ. აღსანიშნავია , რომ წარმოდგენილი ინტეგრირებული პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 1 მლრდ ლარს აღემატება. როგორც მხარეებმა აღნიშნეს პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
შეხვედრაში ქართული მხრიდან საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორი ლაშა მიქავა , კომპანიის ფინანსური დირექტორი ზურაბ გელენიძე , ,,საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორი ოლექსი ვილხოვოი და ,,სიპაუერის“დირექტორი გიგი ჭაჭია მონაწილეობდნენ.
შეხვედრა გაიმართა ტყიბულშიც, სადაც ჩინური კომპანიის წარმომადგენლები ადგილობრივი საწარმოს ტექნიკურ შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ.