
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ თბოდეპარტამენტის გამორჩეული პროფესიონალები დააჯილდოვა.ბედანი ავალიანი- საშემკეთებლო სამსახურის მე-6 თანრიგის ზეინკალია. ის წლებია რაც საწარმოშია დასაქმებული და დაკისრებულ სამუშაოს მაღალი პროფესიულ დონეზე ასრულებს. ბედანი ავალიანი კოლეგების და მენეჯმენტის გადაწყვეტილებით დეკემბრის თვის რჩეული გახდა. ეს ტიტული დაიმსახურა ელექტრო საამქროს მთავარი სქემისა და ს.დ.ა.-ს წრედების მომსახურების ჯგუფის IV თანრიგის ელ.ზეინკალმა აჩიკო ფოჩხიძემ.2012 წლის ოქტომბრის თვიდან დღემდე ის ელექტრო საამქროს ს.დ.ა.-ს ჯგუფში ელ.ზეინკლად მუშაობს. მიღებული აქვს მონაწილეობა თბოსადგურში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პროცესებში (SKADA-ს პროექტი; გენერატორის აგზნების ავტომატური რეგულირების მონტაჟი-ექსპლუატაციაში შეყვანა; ციფრული მზომი ელ.ხელსაწყოების მონტაჟი-ექსპლუატაციაში შეყვანა და ა.შ.). შეგახსენებთ , რომ , ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ ინიციატივით სხვადასხვა საწარმოში უკვე არაერთი გამორჩეული პროფესიონალი გამოვლინდა.
https://www.facebook.com/gig.georgia/videos/410002866468970/