English  |  
English
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
      კომპანიის მიმოხილვა
      მისია და ხედვა
      ჩვენი გუნდი
      შვილობილი კომპანიები
      საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
      მტკვარი ენერჯი
      ნეოგაზი
      დაკავშირებული კომპანიები
      კორპორატიული მართვა
  • სიახლეები
  • სოციალური პასუხისმგებლობა
  • კარიერა
      ჩემი GIG
      კორპორატიული კულტურა
      დასაქმება
      განვითარება
      ვაკანსიები
  • მულტიმედია
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • მედია ჩვენზე
  • სტუდენტური სასწავლო პრაქტიკა „ ჯი-აი-ჯი“-ში


     

    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტელეკომუნიკაციის ენერგეტიკისა და სამთო-ინჟინერიის ფაკულტეტების 12 წარჩინებული სტუდენტი GIEC‐ის (საქართველოს აერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია) მოწვევით დღეს გარდაბნის თბოელექტროსადგურში სასწავლო-შემეცნებით პრაქტიკაზე იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ უკვე სამი წელია 12-ვე სტუდენტი „ჯი-აი-ჯი”
    ჯგუფის სტიპენდიანტია.
    ამ დარგების პოპულარიზაცია ახალგაზრდების დაინტერესება, მოზიდვა და მათი სამომავლოდ დასაქმება „ჯი-აი-ჯი“ ჯგუფის (რომლის შემადგენლობაში GIEC შედის) საგანმანათლებლო პროექტის ერთ-ერთი ეტაპია. სწორედ ამიტომ დღეს კორპორაცია ტექნიკური უნივერსიტეტის მე-3 კურსის წარჩინებულ სტუდენტებს მასპინძლობდა. „ჯი-აი-ჯიმ“ სტუდენტებს სასწავლო-შემეცნებითი პრაქტიკის კურსი, საზაფხულო სტაჟირება შესთავაზა. სამომავლოდ კი კომპანია საუკეთესო სტუდენტებს, რომლებიც არსებულ სპეციალობებს შეარჩევენ, კორპორაციაში დასაქებას სთავაზობს.
    ოცწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიას ბიზნესისა და განათლების სფეროების თანამშრომლობის ეს მოდელი ერთ-ერთ საუკეთესო პრეცენდენტად მიაჩნია ახალგაზრდებში განათლების წახალისებისა და სამომავლო დასაქმების თვალსაზრისით. ტექნიკური სპეციალობების პოპულარიზაცია და ახალი კადრების აღზრდა და მოზიდვა მნიშვნელოვანია როგორც ამ სპეციალობებისა და ბიზნესისათვის ასევე ქვეყნის განვითარებისათვის.

      

     

     

     

    ჩამოტვირთე PDF


    სოციალური აქტივობები


    © 2011-2017 Georgian Industrial Group
    კომპანია კონტაქტი