English |

ჰოლდინგში "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" შემავალმა კომპანიამ "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" "თბილსრესის" სრული სამეურვეო ქონება, მათ შორის III და IV ენერგობლოკები 23 თებერვალს გამართულ აუქციონზე შეიძინა.
ინვესტორი ვალდებულია, უზრუნველყოს III და IV ენერგობლოკების ექსპლუატაცია და მოთხოვნის შესაბამისად, ელექტროენერგიის რეალიზაცია, ასევე სახელმწიფოს კუთვნილი სს "თბილსრესის" რეზერვუარებში არსებული მაზუთის უსასყიდლოდ შენახვა. ობიექტის არსებული სიმძლავრეა 300 მგვტ.