English  |  
English
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
      კომპანიის მიმოხილვა
      მისია და ხედვა
      ჩვენი გუნდი
      შვილობილი კომპანიები
      საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
      მტკვარი ენერჯი
      ნეოგაზი
      დაკავშირებული კომპანიები
      კორპორატიული მართვა
  • სიახლეები
  • სოციალური პასუხისმგებლობა
  • კარიერა
      ჩემი GIG
      კორპორატიული კულტურა
      დასაქმება
      განვითარება
      ვაკანსიები
  • მულტიმედია
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • მედია ჩვენზე
  • „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის გასართობი ღონისძიება დააფინანსა


             ჰოლდინგმა „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ გასულ დღეებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის გასართობი ღონისძიება დააფინანსა. ღონისძიების ორგანიზება მოხერხდა არაკომერიული ორგანიზაცია ,,პირველი ნაბიჯები საქართველოსთან“ და სოციალური რეაბილიტაციისა და ფიზიკური ადაპტაციის ცენტრ „აისთან“ თანამშრომლობით. ოთხიდან თორმეტ წლამდე ბავშვები არჩეულ იქნენ გამოცდილი პროფესიონალების მიერ, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ღონისძიება თითოეული მათგანისთვის სარგებლის მომტანი იქნებოდა. ეტლს მიჯაჭვულმა და ფსიქიკური თუ ფიზიკური დაავადებების მქონე ბავშვებმა თანატოლებთან ერთად ისიამოვნეს ბავშვთა გასართობ ცენტრში გამართული საღამოთი. პროგრამის სხვა მონაწილეებთან ერთად  ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუდია ,,გვირილას“ აღსაზრდელები, რომლებიც ხალისიანი მუსიკალური წარმოდგენებითა და მოწვეულ სტუმრებთან მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ.

                 წლების განმავლობაში ჰოლდინგის საქველმოქმედო საქმიანობის განუყოფელი ნაწილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება სხვადასხვა ღონისძიებების მეშვეობით. განსაკუთრებული ყოველდღიური ყურადღებისა და სპეციალური მკურნალობის გარდა, მათთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია,  სოციალური გამოცდილების საშუალებით, საზოგადოებასთან ინტეგრაცია, რაც  ამხნევებს  და აძლიერებს მათ სულიერ მდგომარეობას. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მსგავსი ტიპის დახმარება გადამწყვეტია ჩვენი პატარა მოქალაქეების მომავლისათვის და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის.

            1998 წელს დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) ორგანიზაცია ,,პირველი ნაბიჯები საქართველო“ -ს საქმიანობა მიმართულია ჩვენი საზოგადოების ერთერთი ყველაზე დაუცველი ნაწილის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. რეაბილიტაციისა და სოცილური ადაპტაციის ცენტრი დაფუძნდა 2001 წელს იმ მიზნით, რომ სოციალური ადაპტაციის, განვითარების და საგანმანათლებლო პროგრამების საშუალებით, დახმარებოდა და დაეცვა გონებრივი და ფიზიკური დაავადების მქონე პირები.

             ღონისძიების განხორციელებაში შეტანილი წვლილით და მასში მონაწილეობით, ჩვენ დავინახეთ მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი, რომლებიც სარგებლობდნენ უფლებების თანასწორობით; დიდ სიამოვნებას განვიცდით, რადგან მოვახერხეთ რაღაც შეგვეცვალა  მათ ცხოვრებაში. მთელი საზოგადოების მოვალეობაა იზრუნოს ამ ადამიანებზე, რაც ასე აუცილებელია მათი კეთილდღეობისთვის.

    ჩამოტვირთე PDF


    სოციალური აქტივობები


    © 2011-2017 Georgian Industrial Group
    კომპანია კონტაქტი