შპს
ძირითადი მოვალეობები:
- ფინანსური ანგარიშგების მომზადება / კონსულტაცია;
- ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების სისტემის (IFRS) საერთაშორისო სტანდარტებთან და სააღრიცხვო პოლიტიკასთან შესაბამისობის ანალიზი, რეკომენდაციების გაწევა;
- კონსულტაცია ფინანსური აღრიცხვის საკითხებში;
- საერთაშორისო აუდიტორებთან და სხვა კონსულტანტებთან ურთიერთობა;
- ფინანსური აუდიტის პროცესში აუდიტორებთან თანამშრომლობა, ფინანსური რეპორტინგის გუნდის სამუშაო პროცესში ჩართულობა;
- ყოველი კონსოლიდირებული ანგარიშგების მომზადების დასრულების შემდეგ შედეგების ანალიზში ჩართულობა;
- სპეციფიური ტიპის ანგარიშგებების მომზადება;
- საერთაშორისო აღრიცხვის სისტემებზე ტექნიკური სრულყოფისათვის განსახორციელებელ ღონისძიებებში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ეკონომიკური ან ფინანსური განათლება;
- საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
- მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება აუდიტორულ კომპანიაში;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამები - Microsoft Word, Excel, PowerPoint, Outlook;
- სამართლებრივი აქტების ცოდნა;
- ACCA სერტიფიკატი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 20 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.