English  |  
English
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
      კომპანიის მიმოხილვა
      მისია და ხედვა
      ჩვენი გუნდი
      შვილობილი კომპანიები
      საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
      საქნახშირი
      ტიფლის სითი
      ნეოგაზი
      სხვა შვილობილი კომპანიები
      კორპორატიული მართვა
  • სიახლეები
  • სოციალური პასუხისმგებლობა
  • კარიერა
      ჩემი GIG
      კორპორატიული კულტურა
      დასაქმება
      განვითარება
      ვაკანსიები
  • მულტიმედია
  • კონტაქტი
  • საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი
  • ტყიბული-შაორის ნახშირის აუზი
  • გამდიდრება
  • ნახშირთან დაკავშირებული მთავარი სტატისტიკური მაჩვენებლები
  • საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი

    არის რა საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის სრულ მფლობელობაში არსებული შვილობილი კომპანია, საქნახშირი (ითარგმნება როგორც ქართული ნახშირი) ნახშირის ერთადერთი მომპოვებელი კომპანიაა საქართველოში. კომპანია ახორციელებს ისეთ ოპერაციებს როგორიცაა ნახშირის მოპოვება, ნახშირის ტრანსპორტირება და   ნახშირის გამდიდრება, და ასევე ელექტროენერგიის გენერაცია.  ,,საქნახშირი ჯი-აი ჯის''  შვილობილი კომპანიაა    შპს ,,სავაჭრო სახლი საქნახშირი“  რომლის საქმიანობის სფეროსაც წარმოადგენს  საერთაშორისო ვაჭრობა.  კომპანიის გენერალური დირექტორია ზურაბ გოზალიშვილი. 

    ამჟამად მოქმედებს ორი ნახშირის საბადო, მინდელი და ძიძიგური. ორივე წარმოადგენს ტყიბული-შაორის ქვანახშირის აუზის ნაწილს, რომელიც მდებარეობს იმერეთის მთიან რეგიონში რაჭის (საქართველოს დასავლეთი მხარე) საზღვართან ახლოს. ეს კომპანია მოიპოვებს ქვანახშირს მიწისქვეშა ოპერაციების საშუალებით.  ეს ნახშირი არის ბიტუმინოზური ტიპის ნახშირი ადვილად აქროლადი ნივთირებების  საშუალო შემცველობით, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვანი რაოდენობის მეთანს. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე ლიცენზიის შესაბამისად ნახშირის მთლიანი მოცულობა შეადგენს 331 მილიონ მეტრიკულ ტონას.

    ამ ტერიტორიაზე ნახშირის მოპოვება დაიწყო ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თითქმის გაჩერდა. საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა 2006 წელს დაიწყო  სამრეწველო მოპოვების ოპერაციები. ეს თარიღი ასევე მიჩნეულია მთლიანად ტყიბულის რეგიონის სოციო-ეკონომიკური აღორძინების დასაწყისად, რაც ტრადიციულად   მთლიანად დამოკიდებული  იყო  ნახშირზე. ამჟამად 1500 - მდე მაღაროელი და სხვა პერსონალი თავიანთ ოჯახებთან   ერთად  ცხოვრობენ ამ სამუშაოდან მიღებული შემოსავლით.

    მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აპირებს მნიშვნელოვნად გაზარდოს  ნახშირის წარმოება, რადგან საბადოს შეუძლია  აწარმოოს დაახლოებით 1 მილიონი მეტრიკული ტონა ნახშირი წელიწადში. ამჟამად ნახშირის ყოველწლიური  გაამოშვებ  დაახლოებით 350,000 ტონაა. რადგან ნახშირის უმეტესობა ამჟამად გამოიყენება  ცემენტის ადგილობრივ წარმოებაში, მომავალში ამ ნახშირის უმეტესი ნაწილი გადაეგზავნება თანამედროვე 300 მვტ-იან ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურს გარდაბანში, რომელსაც   აშენებს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია Cpower და რომელიც ექსპლუატაციაში შევა 2020 წლის ბოლოს.

    იმისთვის, რომ გარანტირებული იყოს  ნახშირის სტაბილური ხარისხი მისი კლიენტებისთვის, 2009 წელს საქნახშირმა ააშენა ნახშირის გადამამუშავებელი და გამამდიდრებელი  ქარხანა თანამედროვე აღჭურვილობით.  2015 წელს ამოქმედდა 13 მვტ-იანი ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგური.

    როგორც მისი განვითარების სტრატეგიის ნაწილი, საქნახშირმა უკვე შეისყიდა თანამედროვე და უსაფრთხო მოწყობილობა როგორიცაა სამთო კომბაინები, ლოკომოტივები. ამჟამად ის ინტენსიურად მუშაობს ახალ სპეციალურ სამთომადნო ტექნოლოგიებზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მწარმოებლურობას, გააუმჯობესებს უსაფრთხოებას და შეამცირებს წარმოების ხარჯებს.

    კომპანიის სახელი

    შპს “საქნახშირი (სიჯ ჯგუფი)”

    მოკლე სახელი

    “საქნახშირი”

    კომპანიის საქმიანობა

    ნახშირის მოპოვება, გამდიდრება და გაყიდვა

    დარეგისტრირდა

    2006 წლის აპრილი

    სათაო ოფისი

    საქართველო, ტყიბული,4300 თაბუკაშვილის ქ. 13

    მფლობელ

    100% -ს ფლობს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ჰოლდინგი

    ქვანახშირის აუზის ნომერი

    ტყიბული-შაორი-საქართველო

    მოქმედი მაღაროები

    ძიძიგური, მინდელი – ტყიბული-შაორის ქვანახშირის აუზი

    ქვანახშირის მოპოვების ლიცენზია

    331მტ - 40 წლიანი ვადით (ტყიბული-შაორი)

    ჩვენი ბაზარი

    საქართველო

    ბაზრის წილი

    ნახშირის ერთადერთი მწარმოებელი


    ნახშირის ბაზარი საქართველოში

    მიუხედავად პატარა ტერიტორიისა, საქართველო მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, რომელთა შორისაც მინერალურ ნედლეულს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ქვეყნის მინერალური რესურსების ფონდი მოიცავს ადგილობრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის  950 საბადოს (62.8%); დანარჩენი საბადოები  ადგილობრივი  მნიშვნელობისაა და შესწავლის პროცესშია.

    საქართველოში აღიარებული ნახშირის ორი ტიპი, შავი და მურა ნახშირი, რომელიც გამოიყენება როგორც  საწვავი და ენერგორესურსი. საქართველოში არსებული საწვავისა და  მინერალური რესურსების სულ 42 აუზიდან, 9 ნახშირისაა, მაგრამ მათგან მხოლოდ 3 არის აღიარებული კომერციული თვალსაზრისით მნიშვნელოვნად (ტყიბული-შაორი და ტყვარჩელი).
    ამ დროისთვის საქართველოში მხოლოდ ტყიბული-შაორის საბადოებია ექსპლუატაციაში და შპს „საქნახშირი“აკმაყოფილებს  ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს. საქართველოში მთავარი საწარმოები, რომლებიც მოიხმარენ ნახშირს სამრეწველო საწვავის სახით არიან ფეროშენადნობთა და ცემენტის ქარხნები. ნახშირი ჯერჯერობით არ გამოიყენება ელექტროენერგიის გენერაციისთვის, ამიტომ ის ამჟამად არ არის შეტანილი ქვეყნის ენერგეტიკულ ბალანსში.    
    სამხრეთ კავკასიაში, საქართველო ერთადერთი ქვეყნაა, რომელიც ფლობს ექსპლუატაციაში არსებულ დადასტურებულ ნახშირის რეზერვებს.  მეზობელი ქვეყნებიდან, რუსეთი ითვლება  ნახშირის რეზერვების მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდ  მფლობელად   მსოფლიოს 10 მთავარ ნახშირის მწარმოებელს შორის. თურქეთს ასევე აქვს როგორც ქვანახშირი, ასევე  საკმარისზე მეტი მურა (ლიგნიტი) ნახშირის საბადოები, თუმცა  ლიგნიტს უმეტესწილად დაბალი სითბური შემცველობა აქვს (ერთ კილოგრამზე 3,000 კილოკალორიაზე ნაკლები (LHV)).

     

    ქვეყნის ენერგო უსაფრთხოება

    ამჟამად  ნახშირი არ არის შეტანილი საქართველოს ენერგეტიკულ ბალანსში,  რადგან ის არ გამოიყენება ელექტროენერგიის გენერაციისთვის. თუმცა მიწოდება მოთხოვნის ბალანსირებასა და ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების გაზრასთან დაკავშირებული გეგმები, რა თქმა უნდა   უკავშირდება დიდი მასშტაბის ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობას.  ამ ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ ნახშირი არის ერთადერთი  ადგილობრივი ბუნებრივი საწვავი საქართველოში და ამჟამად მხოლოდ იმპორტირებული  ბუნებრივი გაზი გამოიყენება საწვავად საქართველოში არსებულ თბოელექტროსადგურებში, ამიტომ ახალი ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგური  გაამყარებს ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებას.
     გარდა ფოლადის წარმოებისა, კოქსირებადი ნახშირი  (მეტალურგიული ნახშირი) ამჟამად არ მოიპოვება და ადგილობრივად მიეწოდება  სხვა საწარმოებს. ტყიბული-შაორის გამდიდრებული ნახშირის 30%  შეიძლება ტექნოლოგიურად დამუშავდეს და გადაიქცეს ნახევრად კოქსად, რომელიც გამოიყენება ფეროშენადნობების წარმოებაში.   


     

    ისტორია

    ისტორიული მონაცემების შესაბამისად, საქართველოში ნახშირის წარმოება მოიცავს 150 წელზე მეტს,  ნახშირის წარმოება იყო ქვეყნის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საწვავის წყარო 1960 -იან წლებამდე.  ნახშირის წარმოებას მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა ქვეყნის ეკონომიკაში  და წარმოადგენდა სამრეწველო საწვავს ფოლადის წარმოებაში, ცემენტის წარმოებაში, ასევე უზრუნველყოფდა ენერგო სექტორისთვის  ენერგეტიკულ ნახშირს.
     წარმოების ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა 1958 წელს -  ნახშირის 3,001.7 ათასი ტონა, საიდანაც თითქმის 48% მოდიოდა ტყიბული-შაორის მაღაროებზე.  რადგან სომხეთსა და აზერბაიჯანს არ აქვთ ნახშირის რესურსები,  საქართველო იყო ერთადერთი საბჭოთა  რესპუბლიკა კავკასიაში,  რომელსაც ჰქონდა თავისი ნახშირის წარმოება.  იმ დროს ნახშირი ითვლებოდა ქვეყნის ენერგეტიკული ბალანსის განუყოფელ ნაწილად.   
    გასული საუკუნის 1960-იანი წლებიდან, საქართველოს ენერეგეტიკული ბალანსის სტრუქტურა თანდათან შეიცვალა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო გაზის მილსადენების ინტენსიური მშენებლობით. ბუნებრივი გაზის გაზრდილი მოთხოვნა აღმოჩნდა ენერგეტიკული  ნახშირის შემცვლელად, კერძოდ. ამან უარყოფითი გავლენა მოახდინა მურა (ლიგნიტი) ნახშირის წარმოებაზე, რომელიც მიეწოდება თბოელექტრსადგურებს. მომპოვებელი ტექნოლოგიების და გეოლოგიური პირობების მართვის სუსტი განვითარების გამო, მაღაროები დაიხურა ერთმანეთის მიყოლობით გარდა ტყიბული-შაორის საბადოებისა, სადაც წარმოება შედარებით სტაბილური იყო, მაგრამ მოცულობა დაბალი.
    საქართველოში არსებული ქვანახშირის რეზერვების მიუხედავად, რომელიც შეფასებულია 300-500მტ-ით,  ეს დარგი საკმაოდ კარგი ხნის განმავლობაში იყო სტაგნაციაში.

    © 2011-2017 Georgian Industrial Group
    კომპანია კონტაქტი