"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" და "დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი" მარჯანიშვილის თეატრის მხარდამჭერი გახდა
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ და „დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი“ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მხარდამჭერი გახდა. პარტნიორობის ფარგლებში თეატრს მეტი შემოქმედებითი და ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა გაუჩნდა.
საქართველოში პირველი და კავკასიაში ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმი გაიხსნება.
ეროვნული ბიბლიოთეკის ამ ინიციატივას მხარდაჭერა „დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდმა“ გამოუცხადა. დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და „დავით ბეჟუაშილის განათლების ფონდს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.
„წიგნის მუზეუმი“ წლის ბოლოს უკვე ფუნქციონირებას დაიწყებს და ახალ საგამოფენო სივრცეში ეროვნული ბიბლიოთეკის საცავში დაცული უძველესი და უნიკალური წიგნები გამოიფინება. ბიბლიოთეკის ფონდში პროექტს უკვე უწოდეს საუკუნის პროექტი. ამით ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის აღდგენა - განახლება იწყება.
პროექტის მხარდამჭერები არიან აშშ-ს საელჩო საქართველოში და კომპანია „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“.
ჩვენი კომპანია მიესალმება ამ წამოწყებას. „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ მუდამ გამოთქვამს მზადყოფნას იყოს იქ სადაც ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას ეხება საქმე.
"ჯი-აი-ჯის" საჩუქარი ბალეტის მოყვარულებს.
"საქართველოს სახელმწიფო ბალეტი 2004 -2014 წლებში" - "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" პარტნიორობით და დაფინანსებით გამოიცა . ქართული ბალეტის 10 წლიანი ისტორია ერთ ალბომში: ფოტოები,პრემიერები, სპექტაკლები, გასტროლები, რეცენზიები , წარმატებები და ანოტაციები ერთად. "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" კიდევ ერთი პროექტი და წარმატებული პარტნიორობა. კომპანია მოხარულია ამ თანამშრომლობით და სამომავლოდაც გეგმავს იყოს ქართული კულტურის სამსახურში. ბალეტის პრიმას ნინო ანანიაშილს კი მადლოვას ვუხდით იმისთვის, რომ მოგცა საშუალება ვყოფილიყავით პარტნიორები.
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" საჩუქარი ქართველი და უცხოელი მკითხველისთვის
ვაჟა ფშაველას მოთხრობები , რუსუდან ფეტვიაშვილის ილუსტრაციებით ეს ორი ქართული ბრენდი უკვე ერთ საგანძურშია."საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა წიგნი , რომელშიც დაბეჭდილია ქართულ და ინგლისურ ენებზე ვაჟა ფშაველას მოთხრობები. გამოცემაში ასევე შესულია მწერლის პუბლიცისტური წერილი ,,კოსპოლიტიზმი და პატრიოტიზმი.
,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ სოციალური საწარმოების მხარდასაჭერად
,,ვაჟაობა,, ჩარგალში
,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“- ჩარგალში გამართული სახალხო დღესასწაულის ,,ვაჟაობის’’ ერთერთი მასპინძელი კომპანია იყო. ჩარგალს მწერლები, პოეტები და ხელოვნების სხვადასხვა დარგის ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და ხელუსუფლების წარმომადგენლები სტუმრობდნენ. დღესასწაულზე წარმოდგენილი იყო ხალხური რეწვის ნიმუშები, სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლები. გაიმართა დოღი და სპორტული ღონისძიებები. წელს ვაჟა ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წელი შესრულდა, ამ თარიღის აღსანიშნავად ლიტერატურის დარგში ვაჟა ფშაველას სახელობის პრემია დაწესდა, რომლის მფლობელიც ორ წელიწადში ერთხელ გამოვლინდება. სახელმწიფოს მხრიდან ვაჟა ფშაველას პრემიანტი ოქროს მედალსა და 10 000 ლარის ფულად ჯილდოს მიიღებს.