English |
კომპანია უერთდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი ჩატარებულ ღონისძიებებს. „მწვანე საფარის აღდგენის“ ფარგლებში კომპანიამ ტყიბულში “მომავლის ხეივანში” კიპარისი დარგო .
,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“-ის მეშახტეებმა თბოელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ,,მომავლის ხეივანს“ კიდევ 50 ძირი კიპარისი შემატეს. “საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ეკო პროექტებსა და ბუნების დაცვის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებში. პროექტ „დატოვე შენი მწვანე კვალის“ ფარგლებში საქნახშირი შემეცნებით, საგანმანათლებლო და სხვადასხვა აქციებს უკვე ტრადიციულად აწყობს.