ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთაში „ნეოგაზის“ განახლებული ეკო სადგური გაიხსნა. სადგური აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით დანერგილია ახალი მექანიზმები. სადგურზე სრულად იქნება დაცული უსაფრთხოების ნორმები და უმაღლესი სტანდარტები. „ნეოგაზმა“ ამ ეტაპზე ზესტაფონში ოცამდე ადგილობრივი მოსახლე დაასაქმა.
სადგურის გახსნის ღონისძიებას კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებლის პირველი მოადგილე და ადგილობრივი ხელისუფელბის სხვა წარმომადგენლები.
“ნეოგაზი” მომხმარებელს მაქსიმალურ კომფორტს თავაზობს. უახლოეს პერიოდში სადგურზე ამუშავებდა სწრაფი კვების ობიექტი, მოეწყობა ინფრასტრუქტურა ელექტრომობილებისთვის- ელქტრო დამტენები, ამოქმედდება ვულკანიზაციია და ავტოსამრეცხაო.
კომპანიამ აქციის ფარგლებში „გაგაზე ზღვაზე“ „ნეოგაზის“ მომხმარებელს საჩუქარები დაურიგა: წყალი, რუკა, ბრენდირებული მანქანის მზისგან დამცავი და ჩანთა და ეკო საჩუქრები- ეკო ფანქარი-ფიჭვის თესლებით, რითაც შეგიძლიათ დარგონ ერთი ძირი ხე.
„ ნეოგაზი“ ზესტაფონშიც აგრძელებს აქციას „ მწვანე ჩვენი არჩევანია !“ რომლის ფარგლებშიც სხვა ეკო სადგურების მსგავსად, ზესტაფონის განახლებული სადგურიც გამწვანდება: მწვანე საფარი და ნარგავები. „მწვანე ჩვენი არჩევანია“ კონცეფციის მიხედვით. მომხმარებელი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, ეფექტურ, ეკო სადგურში გამართავს ატომობილს და ამ პროცესს მწვანე, რეკრეაციულ, თანამედროვე ეკო სადგურზე შეძლებს. ამასთნ შეკუმშული ბუნებრივი აირი სხვა ალტერნალტიულ საწვავთან, ბენზინთან და დიზელთან, შედარებით ეკოლოგიურად სუფთა და იაფი საწვავია. „ნეოგაზის“ ლოიალური ბარათის „ნეოქარდის“ მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ დაიბრუნონ დახარჯული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი და „ნეოქარდზე“ დაგროვილი უფასო კილომეტრებით „გაგაზონ“ და დაისვენონ ზღვაზე.