English |
,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ , საქართველოში უკრაინის საელჩოსა და საპატრიარქოს ერთობლივი ძალისხმევით , 80 უკრაინელი ბავშვი ბობოყვათში გაემგზავრა. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედების შედეგად , სხვადასხვა ქალაქიდან იძულებით ჩამოსული მოზარდები, რომლებიც თბილისში დროებით ცხოვრობენ , ორი კვირით ზღვის სანაპიროზე დაისვენებენ.,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" , საომარი მოქმედების დაწყების დღიდან აქტიურად უცხადებს თანადგომას მეგობარ უკრაინელ ხალხს . ამჯერად პატარა მეგობრები, გემრიელი საგზლით და უსაფრთხო ტრანსპორტირებით უზრუნველყო .