English  |  
English
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
      კომპანიის მიმოხილვა
      მისია და ხედვა
      ჩვენი გუნდი
      შვილობილი კომპანიები
      საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
      მტკვარი ენერჯი
      ნეოგაზი
      დაკავშირებული კომპანიები
      კორპორატიული მართვა
  • სიახლეები
  • სოციალური პასუხისმგებლობა
  • კარიერა
      ჩემი GIG
      კორპორატიული კულტურა
      დასაქმება
      განვითარება
      ვაკანსიები
  • მულტიმედია
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • მედია ჩვენზე
  • ,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფ"-მა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე ,,მწვანე აქციით" აღნიშნა


          გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად გარემოს დაცვის სამინისტროს და გაეროს დაგეგმილ მასშტაბურ ღონისძიებებში დღეს აქტიურად ჩაერთო ტყიბულში მოქმედი საქნახშირის საწარმოც.
    ,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“ , როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ეკო პროექტებსა და ბუნების დაცვის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებში . 5 ივნისს- გარემოს დაცვის მსოფლიოს დღის აღსანიშნავად ტყიბულელმა მეშახტეებმა ,,მწვანე აქცია“ მოაწყვეს.
           ,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“ის თანამშრომლებმა საწარმოს ეზოში არსებული მწვანე საფარი განაახლეს, ტერიტორია დაასუფთავეს და საზაფხულო მოვლა პატრონობითი სამუშაოები ჩაატარეს. ამ ტერიტორიაზე ,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ინიციატივით ერთი თვის წინ საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული ძირი წიწვოვანი ნარგავი დაირგო. დღევანდელ მოვლა აღდგენით ღონისძიებებში მონაწილეობა მეშახტეთა ფროფესიული კავშირის წევრებმაც მიიღეს.
    ,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“ უერთდება გარემოს დაცვისსამინისტროს ინიციატივას და ლიდერობას, რომლის თანახმადაც ივნისი ,, წლის მწვანე თვედ“ გამოცხადდა. აქციის ფარგლებში საქნახშირი მთელი თვის განმავლობაში, ყოველკვირეულ სხვადასხვა აქტივობებს გეგმავს.

       ,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“ ასევე ტრადიციულად აგრძელებს, იმ ღონისძიებების განხორციელებას, რომელიც კომპანიის მიერ დამტკიცებული გარემოს დაცვითი წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებშია გათვალისწინებული. 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისიგარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშნვა მიზნად ისახავდა გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩაბმას.

      

    ჩამოტვირთე PDF


    სოციალური აქტივობები


    © 2011-2017 Georgian Industrial Group
    კომპანია კონტაქტი