English  |  
English
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
      კომპანიის მიმოხილვა
      მისია და ხედვა
      ჩვენი გუნდი
      შვილობილი კომპანიები
      საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
      მტკვარი ენერჯი
      ნეოგაზი
      დაკავშირებული კომპანიები
      კორპორატიული მართვა
  • სიახლეები
  • სოციალური პასუხისმგებლობა
  • კარიერა
      ჩემი GIG
      კორპორატიული კულტურა
      დასაქმება
      განვითარება
      ვაკანსიები
  • მულტიმედია
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • მედია ჩვენზე
  • "საქნახშირი (ჯი-აი-ჯი)"-ს მენეჯმენტი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წერილზე ოფიციალურ პასუხს ავრცელებს.


    ,,საქნახშირი(ჯი-აი-ჯი)-ს მენეჯმენტი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წერილზე ოფიციალურ პასუხს ავრცელებს. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტის ბატონ თამაზ დოლაბერიძის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს არ იზიარებს კომპანიის ხელმძღვანელობა და აცხადებს, რომ დასაქმებულთათვის არ შეუზღუდავს ხელშეკრულების გაცნობისა და მასზე გონივრული ვადის ფარგლებში განსჯის შესაძლებლობა. ხოლო ხელშეკრულებებზე ხელმოწერები მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის პრინციპის ფარგლებში ხდება.ამასთანვე  სოციალური დიალოგის ხელშეწყობის მიზნით მენეჯმენტი გამოვთქვამთ მზაობას, რათა პროფკავშირების მიერ მიერ მოხდეს შრომითი ხელშეკრულებების პროექტების გადახედვა და მოქმედ კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადასტურება. ამ დროისთვის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქნახშირის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს შეხვედრა, რომელსაც თამაზ დოლაბერიძე, მენეჯმენტის წარმომადგენლები და დასაქმებულთა ნაწილი ესწრება.
    ცნობისთვის 2016 წლის 29 თებერვლის შეთანხმების საფუძველზე ,ამაწლის 1 აპრილიდან კომპანიაში დასაქმებულთა ანაზღაურება უნდა გაიზარდოს ჯამურად 10% ის ოდენობით.სწორედ ამ ვალდებულებების შესრულების მიზნით,დასაქმებულთა ინტერესების დაცვისათვის მუშავდება შრომითი ხელშეკრულებების პროექტები, შესაბამისად დასაქმებულებს განემარტათ მასზე ხელმოწერის სამართლებრივი შედეგები.

    აღნიშნული წერილი ოფიციალური პასუხის ფორმატში გაეგზავნა საქართველოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ბატონ დავით სერგეენკოს და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტს,ბატონ თამაზ დოლაბერიძეს.

    ,,საქნახშირი (ჯი-აი-ჯი)-ს მენეჯმენტს წერილი საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტის ბატონ თამაზ დოლაბერიძის წერილი 22 მარტს გაუგზავნა.

     

    ჩამოტვირთე PDF


    სოციალური აქტივობები


    © 2011-2017 Georgian Industrial Group
    კომპანია კონტაქტი