
2019 წლის 26 აგვისტოს ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციასა“ და თურქულ კომპანია “AGE Group”-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მხარეთა შეთანხმების მიზანს ერთობლივი პროექტის განხორციელება წარმოადგენს ,რაც თურქეთში, დენიზლის რეგიონში მდებარე 205 მგვტ. სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბელექტროსადგურის საქართველოში,(გარდაბანში) რელოკაციას ითვალისწინებს. მაღალი ეფექტურობის 205 მგვტ. სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბო ელექტროსადგური საშუალებას მისცემს ქართულ მხარეს უზრუნველყოს ელექტროენერგიის წარმოება დაბალი თვითღირებულებით, რაც შესაბამისად ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას.
ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი კომპანიების გენერალურმა დირექტორებმა სირივურალ ბულუნიმ და ოლექსი ვილხოვოიმ მოაწერეს.
ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრას “AGE Group”-ს დამფუძნებელი ,გენერალური და ფინანსური დირექტორები ესწრებოდნენ.
თურქული სააქციო საზოგადოება “AGE Group” ქვეყნის ტერიტორიაზე რამდენიმე სექტორში ოპერირებს , კომპანიის საქმიანობის ინტერესია : სამშენებლო, ენერგო, უძრავი ქონება და ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობა. ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრას “AGE Group”-ის იურიდიული და ფინანსური დირექტორიც ესწრებოდა . ქართულ მხარეს ,,ჯი-აი-ჯის“ დამფუძნებელი დავით ბეჟუაშვილი, კომპანიის გენერალური დირექტორი ლაშა მიქავა და ფინანსური დირექტორი ზურაბ გელენიძე წარმოადგენდა.