
„ჯი-აი-ჯი ერთი გუნდი - საერთო ენერგია!“-10-12 ივლისს „საქართველოს საერთაშორისო ინდუსტრიული ჯგუფის“ გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა 10-12 ივლისს „საქართველოს საერთაშორისო ინდუსტრიული ჯგუფის“ გასვლითი სამუშაო შეხვედრა სლოგანით: „ჯი-აი-ჯი - ერთი გუნდი, საერთო ენერგია!“ არაფორმალურ „Team Building Exercise“ ფორმატში, სასტუმრო „Rixos Borjomi“- ში გაიმართა. „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფის“ განვითარების გეგმები და ახალი ხედვები. როგორ გახდეს თანამედროვე და მოქნილი ჰოლდინგის მართვის სისტემა და ადამიანური რესურსების მიზნობრივი გამოყენებშესაძლებლობები, ეს „ჯი-აი-ჯი“-ში შემავალი ყველა კომპანიის: „საქნახშირი“, „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“, „ტიფლისი სითის“, „გლობალტრანსის“ დღის თემები იყო. შეხვედრის ფორმატში მსჯელობა, გუნდის ისეთ სტრატეგიულ ხედვებს დაეთმო, რომელიც ახალ გამოწვევებზე მზადყოფნა და სამოქმედო გეგმის არსებობაა. სწორი ინვესტირება, რას ნიშნავს იყო დიდი გუნდის წევრი, ჰოლდინგისა და შვილობილი კომპანიების ახალი პროექტები, სტრატეგია, რეალიზება და შედეგი, - შეხვედრის ძირითადი ნაწილი იყო. გუნდური მოქმედება, პასუხისმგებლობა და თითოეული თანამშრომლის წილი რეალურ დროსა და პერსპექტივაში. ეს არის ის მთავარი პრინციპი, რაც „ჯი- აი-ჯის“ აერთიანებს. სამუშაო დღის მეორე ნაწილი, კომპანიების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციების შემდეგ დისკუსიისა და კითხვა პასუხის ფორმატს დაეთმო. გუნდის წევრებმა ერთმანეთს ასევე, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით საინტერესო, კრეატიული მიდგომებიც გაუზიარეს. კომპანია, სამომავლოდ გეგმავს შეხვედრებს მოწვეულ სპეციალისტებთან, გუნდის ახალგაზრდა წევრებისთვის საუკეთესო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით. ერთად გატარებული საქმიანი კვირის ბოლო, ქალაქ ახალციხეში რაბათის ციხეში სტუმრობით დასრულდა. „ჯი- აი-ჯი“-კომპანია სადაც იციან შრომის, დასვენების და დროის ფასი.