
,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ არააღმასრულებელი დირექტორი გელა ბეჟუაშვილი“ კომპანიის სახელით ,,დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” დამფუძნებელთა ორგანიზებით გამართულ საქველმოქმედო ლანჩს დაესწრო. ღონისძიებაზე ,,ჯი-აი-ჯი“ წლის გამორჩეული პარტნიორის რანგში იყო მიწვეული. საქველმოქმედო სადილი დაჭრილ მეომართა ზრუნვის საქმეში სხვადასხვა კომპანიების, ბიზნესმენების და საზოგადოების წევრთა ჩართულობის გააქტიურებას და პარტნიორების შესახებ ინფორმირებას და მადლიერების გამოხატვას ისახავდა მიზნად. ღონისძიებაზე ფონდის მმართველობამ შეკრებილ საზოგადოებას ვრცლად წარუდგინა ფონდის საქმიანობა, მისია და მიზნები. კომპანიის სახელით გელა ბეჟუაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა თანადგომა და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი.,, ძალიან საამაყოა "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდთან " თანამშრომლობა, რომლის შექმნის ინიციატივა კომპანია "სილქნეტს" ეკუთვნის, ძალიან საამაყოა ჩვენი ჯარისკაცების გვერდით დგომა.."საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" - მისი დამფუძნებელი დავით ბეჟუაშვილი , ერთ-ერთი პირველია იმ კომპანიებსა და ბიზნესმენებს შორის რომელიც ამ აქციაში ჩაერთო. დავით. ბეჟუაშვილის გადაწყვეტილებით ეს არ იქნება ერთჯერადი სახის კონტრიბუცია და მზად არის გრძელვადიანი თანამშრომლობისთის“-აღნიშნა გელა ბეჟუაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნეს კომპანიები, დიპლომატიური კორპუსი, სამხედრო ატაშეები, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენლები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის, ძირითადი ჯგუფი, ასევე, ქვეყნის ერთიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე დაჭრილი მებრძოლები, ვეტერანები, მედია და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე საზოგადოების წევრები
“სილქ როუდ ჯგუფის” დამფუძნებელმა და ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა და “სილქნეტის” გენერალურმა დირექტორმა და ფონდის გენერალურმა დირექტორმა, დავით მამულაიშვილმა ინიციატივით მიმართეს საზოგადოებას და ბიზნეს სეგმენტს, რომ გაეერთიანებინათ ძალები ჩვენი სამშობლოს დამცველი დაჭრილი მეომრების ღირსეული ყოფის უზრუნველსაყოფად. საქველმოქმედო სადილზე დასახელდნენ ის კომპანიები და ადამიანები, რომლებმაც ფონდის საქმიანობის ხელშესაწყობად კონტრიბუცია გაიღეს. ლანჩის მსვლელობისას საკმაოდ დიდი თანხები შეგროვდა. საქველმოქმედო ლანჩზე საგანგებოდ მოწვეულ იქნა თავდაცვის სამინისტროს ბენდი.