
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ,,საოკუპაციო ზოლთან არსებულ სოფელ ბერშუეთის სკოლის სპორტის დარბაზის კეთილმოწყობის მიზნით გამართულ საქველმოქმედო აქციას შუერთდა.18 დეკემბერს, კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ“ ინიციატივით საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა. საქართველოსა და მსოფლიოს სპორტის ვარსკვლავების აქსესუარების გაყიდვიდან შემოსული თანხით ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტის დარბაზი გარემონტდება და საჭირო ინვენტარით მომარაგდება."საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა" აუქციონზე 2 ლოტი- ზაზა ფაჩულიას მაისური და ტოჩინოშინის კიმონო და ობი შეიძინა. კომპანიის დამფუძნებლის გადაწყვეტილებით ბერშუეთის სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაციის შემდეგ ტოჩინოშინის კიმონო და ობი სკოლას გადაეცემა და დარბაზში დაიკიდება.
კამპანიის "ძლიერები არ ძალადობენ" ფარგლებში , საქართველოსა და მსოფლიოს სპორტის ვარსკვსკვლავების აქსესუარებით აუქციონზე 42 ათასი ლარი შეგროვდა.