English  |  
English
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
      კომპანიის მიმოხილვა
      მისია და ხედვა
      ჩვენი გუნდი
      შვილობილი კომპანიები
      საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
      მტკვარი ენერჯი
      ნეოგაზი
      დაკავშირებული კომპანიები
      კორპორატიული მართვა
  • სიახლეები
  • სოციალური პასუხისმგებლობა
  • კარიერა
      ჩემი GIG
      კორპორატიული კულტურა
      დასაქმება
      განვითარება
      ვაკანსიები
  • მულტიმედია
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • მედია ჩვენზე
  • ,,საქართველოს უმაღლესი განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ ,,ჯი-აი-ჯის“ სანდიეგოს უნივერსიტეტმა ჯილდო გადასცა


    ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" არა-აღმასრულებელმა  დირექტორმა  გელა ბეჟუაშვილმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (საქართველოში) კარიერული განვითარების ცენტრის გახსნის და სტუდენტების დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა .კომპანიის მიერ დაფუძნებული სასწავლო სტიპენდიები  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) წარჩინებულ და სოციალურად დაუცველ სტუდენტებს გადაეცათ.

    ღონისძიების ფარგლებში  გელა ბეჟუაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია განათლების   სფეროში ჩადებული ინვესტიციები და იმ ახალგაზრდების მხარდაჭერა და დასაქმება  რომელთა პროფესიული უნარჩვევებიც ქვეყნის განვითარებას მოხმარდება.  ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი  „ სოციალურ პასუხისმგებლობად აღიქვამს იმ ნიჭიერი სტუდენტების მხარდაჭერას, რომელთაც ექნებათ სურვილი ცოდნას დაეუფლონ საინჟინრო და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებებით, ასევე, კომპანიას მიაჩნია, რომ ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია და ეკონომიკური წინსვლა შეუძლებელი იქნება ადამიანური კაპიტალის განვითარების გარეშე“-აღნიშნა გელა ბეჟუაშვილმა.

     ,,საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებაში   შეტანილი წვლილისთვის“ კომპანიას  სან დიეგოს უნივერსიტეტის   დეკანმა  ჰალილ გუვენიმ სპეციალური  ჯილდო გადასცა.

    ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში როს უილსონი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ბიზნეს სექტორის, აკადემიური ინსტიტუტების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.სტუდენტების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ასევე  : ფონდი ქართუს, საქართველოს ბანკის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP), აშშ-ის საელჩოს,  სილქნეტის,  GDI Group-ის, GM Pharma-ს და TBC ბანკის წარმომადგენლები.

    ჩამოტვირთე PDF


    სოციალური აქტივობები


    © 2011-2017 Georgian Industrial Group
    კომპანია კონტაქტი