,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალური დირექტორის მრჩეველმა ლევან ვეფხვაძემ გლობალური სამთო კონგრესის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა , რომელიც ასტანაში 19-21 ივნისს გაიმართა. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის განსაკუთრებული ინტერესი უკავშირდებოდა ნახშირის მეთანის მოპოვებისადმი მიძღვნილ პლენარულ სხდომას, რომელიც ევროპაში გაეროს ეკონომიკური საბჭოს მიერ იყო ორგანიზებული.
პლენარულ სხდომაზე შახტებში ნახშირის მოპოვებამდე ნახშირის ფენებიდან მეთანის ამოღებასა და მისი კომერციული მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებული ახალი მიდგომები და ტექნოლოგები განიხილებოდა. შესაბამისად, შეხვედრას მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები და ნახშირის მომპოვებელი მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 2019 წლის აპრილში საქართველოში გაიმართება მეთანზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფის სამუშაო შეხვედრა, სადაც განიხილავენ იმ საჭიროებებს, რაც ტექნოლოგიური კუთხით ტყიბულში ნახშირისა და მეთანის მოპოვებასთან არის დაკავშირებული. გაეროს ექსპერტთა ჯგუფი შეხვედრაზე ასევე მოიწვევს რეგიონში საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესებული მსხვილი კომპანიების წარმოამდგენლებსაც, რამაც მნიშვნელოვანი ბიძგი უნდა მისცეს საქართველოში ნახშირის მოპოვების თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანას. გარდა პლენარული სხდომისა შედგა ორმხრივი შეხვედრა ჩინეთის უმსხვილესი ნახშირის მწარმოებელ კომპანიის Shanxi Coking Coal Group დირექტორთა საბჭოს წევრ, ბატონ ლიუ ძიანგაოსთან, სადაც განიხილეს მინდელის შახტებში ნახშირისა და მეთანის მოპოვების ახალი მიდგომები, რომელმაც, ერთის მხრივ, უნდა გაზარდოს წარმოება, ხოლო, მეორეს მხრივ, უზრუნველყოს დასაქმებულითანამშრომლების მაქსიმალური უსაფრთხოება.