English |

წიაღის სექტორში მომუშავე ლიცენზიანტი კომპანიების წარმომადგენლებსა და პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საუბრის მთავარი თემა დარგში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები იყო.როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაიწყება წიაღის სექტორის ფართომასშტაბიანი რეფორმა.
სამუშაო შეხვედრას ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ზურაბ გელენიძე, ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის „ გენერალური დირექტორი მალხაზ იასეშვილი და ,,ჯი-აი-ჯის „გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში ლევან ვეფხვაძე ესწრებოდნენ.