
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი / Join GIG Life , როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რომელიც მწვანე აქტივობებით გამოირჩევა საახალწლოდ მორიგ აქციაში ერთვება .
რა შეიძლება იყოს კომპანიისგან იმაზე კარგი საჩუქარი წინასაახალწლოდ, ვიდრე „თრიფექსის“ სასაჩუქრე ბარათები, რომელიც ბორჯომის უნიკალური ტყის გადარჩენას ემსახურება?!-ამიტომ კომპანიის გადაწყვეტილებით ყველა პარტნიორ კომპანიას ახალწელს სიმბოლურად ,,ახალ სიცოცხლეს „ აჩუქებს.
,,ჯი-აი-ჯი“ მწვანე აქტივობებს ამჯერადაც თრიფექსთან ერთად აგრძელებს და ასეულობით ახალი ნერგი, ბორჯომის ტყის საფარის აღდგენისთვის უკვე შეიძენა. ჩვენი ახალი წლის საჩუქარი სახელობითი ხე იქნება. ჩვენ , თქვენთან ერთად ვქმნით ჯანსაღ მომავალს და ერთად ვზრუნავთ გარემოზე.
შეგახსენებთ, რომ თრიფექსი - ხეების დარგვის ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც აქტიურად არის ჩართული ბორჯომის ტყის საფარის აღდგენის პროცესში. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი თრიფექსის პარტნიორი კომპანია ,რომელსაც ამ აქციის მხარდაჭერის მიზნით ასეულობით ენდემური ჯიშის ნერგი აქვს შეძენილი.კომპანიის სტრაგედიიდან გამომდინარე ბორჯომის ტყის აღდგენის კამპანიაში მონაწილეობას კვლავაც გააგრძელებს .