
2015 წლის 4-6 ოქტომბერს ბრაზილიის ქ. სან პაულოში გელა ბეჟუაშვილი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მორიგ, ყოველწლიურ, შეხვედრაში. წლევანდელი სხდომის მთავარი თემა გლობალური ეკონომიკის და რეგიონის ქვეყნების მთავარ გამოწვევებთან გამკვლავების მექანიზმების შემუშავება და მათი გამოყენების ეფექტური გზების ძიებაა. საერთაშორისო მრჩევლები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს ბრაზილიის საჯარო, არასამთავრობო და კერძო სექტორებისათვის რაც ქვეყნის გლობალური კონკურენტუნარიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს, რეგიონსა და მსოფლიო მასშტაბით.
საბჭოს ფარგლებში დისკუსია გაიმართება კორუფციასთან ბრძოლის წარმატებული მოდელებისა და კონკრეტული ქვეყნების გამოცდილების მაგალითზე, სადაც ამ მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს როგორც ერთ ერთ წარმატებულ მოდელად განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ გელა ბეჟუაშვილი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის არააღმასრულებელი დირექტორი, ბრაზილიის წამყვანი ბიზნეს სკოლის FDC- (Foundation Dom Cabral) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრად 2014 წელს აირჩიეს.
FDC-ის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო 2009 წელს შეიქმნა. მასში 22 ქვეყნის საჯარო, კერძო, აკადემიური და არასამთავრობო ორგანიზაციის 75 ლიდერია გაერთიანებული. აღსანიშნავია, რომ, FDC-ის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოში, პირველად აირჩიეს საქართველოს წარმომადგენელი.
FDC-ის საბჭოს შექმის იდეა და მიზანი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული, მოაზროვნე ადამიანების გაერთიანებაა, რომლებიც ერთობლივად განიხილავენ ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და FDC-ის სტრატეგიულ საკითხებს.
http://www.fdc.org.br/en/Paginas/default.aspx