English |

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა ESM -ის სტუდენტების მოწვევით,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ საჯარო ლექცია ჩაატარა. უკვე წლებია რაც ბიზნესის სკოლის ტ რადიციაა სტუმრის დღე, რომელზეც წარმატებულ მენეჯერებსა და ბიზნესმენებს იწვევენ მათი გამოცდილების გაზიარების მიზნით. ზურაბ გელენიძემ შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს მათთვის საინტერესო თემებზე და კომპანიაში მიმდინარე მსხვილ სტრატეგიულ პროექტებზეც ესაუბრა. ახალგაზრდებს ბიზნესში არსებული პრობლემების გადაჭრისათვის საჭირო ანალიტიკური უნარჩვევებიც გააცნო.