
ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია " Dongfang Electric Corporation of China " ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფთან’’ ერთად ახალი ენერგეტიკული პროექტის განხორციელებას გეგმავს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (ჯი-აი-ჯი) მენეჯმენტმა მორიგი შეხვედრა გამართა ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია" ,,Dongfang Electric Corporation "-ის პირველ პირებთან. ჩინელ ინვესტორთა ჯგუფთან მოლაპარაკებებს კომპანია, დაგეგმილი მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების ეფექტური განხორციელების მიზნით ახორციელებს. "Dongfang Electric Corporation"-ს ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი’’, ტყიბულის მუნიციპალიტეტში 150 მგვტ. სიმძლავრის, ნახშირზე მომუშავე ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში პარტნიორ მხარედ განიხილავს. შეხვედრების მთავარი თემა შესაძლო პარტნიორობის ფარგლებში ენერგეტიკული პროექტების ერთობლივად განხორციელებისა და ეფექტური მართვის სამოქმედო გეგმა იყო. მხარეებმა პროექტის ტექნიკური და ფინანსური მხარეები განიხილეს. მოლაპარაკებების შედეგად განისაზღვრა სამუშაო გრაფიკი და ერთობლივი მემორანდუმის შინაარსობრივი ნაწილი, რომელიც მხარეების ვალდებულებას განსაზღვრავს. მოლაპარაკებების პროცესში, შეხვედრაში ქართული მხრიდან საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორი მატიას იორგი, აღმასრულებელი დირექტორი ლევან ჭოლაძე, ფინანსური დირექტორი ზურაბ გელენიძე, კომპანია ,,ტყიბული 150“ის გენერალური დირექტორი გივი ჭაჭია და ,,ტყიბული 150“ის მენეჯერი თორნიკე მელაძე მონაწილეობდნენ. შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილესი კომპანია ,,Dongfang Electric Corporation of China”-ის მენეჯმენტი დაინტერესებულია საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (ჯი-აი-ჯი) ახალი ენერგეტიკული პროექტის ინვესტირებით. მოლაპარაკებები, ტყიბულის მუნიციპალიტეტში 150 მგვტ. სიმძლავრის, ნახშირზე მომუშავე ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობის დაწყებას ეხება. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ადგილზე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. შემოგვიერთდით: Georgian Industrial Group Holding ტყიბულის მუნიციპალიტეტში 150მგვტ. სიმძლავრის, ნახშირზე მომუშავე ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება 2014 წლის ივნისში, “საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკისა და შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ შორის გაფორმდა. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის მხრიდან ხელშეკრულებას ხელი ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალურმა დირქტორმა ზურაბ გოზალიშვილმა, მთავრობის მხრიდან ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ და და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერეს. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივ აირზე მომუშავე ახალი მაღალეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობას, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად.