English  |  
English
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
      კომპანიის მიმოხილვა
      მისია და ხედვა
      ჩვენი გუნდი
      შვილობილი კომპანიები
      საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
      მტკვარი ენერჯი
      ნეოგაზი
      დაკავშირებული კომპანიები
      კორპორატიული მართვა
  • სიახლეები
  • სოციალური პასუხისმგებლობა
  • კარიერა
      ჩემი GIG
      კორპორატიული კულტურა
      დასაქმება
      განვითარება
      ვაკანსიები
  • მულტიმედია
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • მედია ჩვენზე
  • გრძელდება მოლაპარაკებების პროცესი "საქნახშირსა" და გაერთიანებულ პროფკავშირებს შორის


            „საქანახშირი ჯი-აი-ჯი“-სა და საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებს შორის სამუშაო შეხვედრები გრძელდება. კონსულტაციებს მოდერაციის მიზნით ესწრებოდა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელიც. მოლაპარაკებები მეშახტეთა შრომითი ხელშეკრულებების, შრომითი უფლებებსა და უსაფრთხოებას ეხება.

              მორიგი კონსულტაციების დროს დეტალურად იქნა განხილული ყველა სადაო საკითხი. პუნქტობრივად განიხილეს ახალი შრომითი ხელშეკრულებები. შეხვედრა ორივე მხარისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეთახმებით დასრულდა. უახლოეს დღეებში სწორედ ამ ხელშეკრულების პროექტს გააცნობენ „საქნახშირის“ შრომითი კოლექტივს , გათვალისწინებული იქნება მათი შენიშვნებიც რის შემდეგაც დაიწყება ხელმოწერის პროცესი.

               ტყიბულში კი მიმდინარეობს გეგმური ტექნიკური გადაიარაღება და სარემონტო სამუშაოები. კომპანიამ უკვე შეიძინა შრომის უსაფრთხოებისათვის საჭირო ახალი ტექნოლოგიები-ახალი კომბაინი, რომელიც გამორიცხავს ფეთქითი მასალის გამოყენებას, შეკეთებულია ძველი და შეძენილია ახალი ელმავლები. კომპანიამ დამატებით შეიძინა თვითმაშველები. ღამის ცვლებისათვის დანიშნულია ტრანსპორტი და ამოქმედდა ღამის ცვლის სამზარეულო. უახლოეს პერიოდში დაიწყებს ფუნქციონირებას შახტიდან ქვანახშირის ამოღების კონვეირული ლენტა. მიმდინარეობს ძიძიგურის შახტის ადმინისტრაციული კორპუსის სარებილიტაციო სამუშაოები, შენობის გადახურვა, კეთილმოწყობა. სავენტილაციაო და ელექტროსისტემის მოწესრიგება.

    ჩამოტვირთე PDF


    სოციალური აქტივობები


    © 2011-2017 Georgian Industrial Group
    კომპანია კონტაქტი