English  |  
English
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
      კომპანიის მიმოხილვა
      მისია და ხედვა
      ჩვენი გუნდი
      შვილობილი კომპანიები
      საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
      მტკვარი ენერჯი
      ნეოგაზი
      დაკავშირებული კომპანიები
      კორპორატიული მართვა
  • სიახლეები
  • სოციალური პასუხისმგებლობა
  • კარიერა
      ჩემი GIG
      კორპორატიული კულტურა
      დასაქმება
      განვითარება
      ვაკანსიები
  • მულტიმედია
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • მედია ჩვენზე
  • ,,ჯი-აი-ჯი“ წარმატებულ სტუდენტებს დაასაქმებს


    ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი”, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია საგანმანათლებლო სექტორში მორიგ პროექტს ანხორციელებს.,, ჯი-აი-ჯი“ ენერგეტიკის საგანმანთლებლო პროგრამებში ჩართულ  სტუტენდებს   პროფესიული უნარ ჩვევების ასამაღლებლად სწავლის პარალელურად პრაქტიკის გავლის საშუალებას მისცემს . წარმატებულ სტუდენტებს კი დაასაქმებს.  ამ მიზნით საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.                   შეთანხმების თანახმად კომპანია სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს ილიას სახემწიფო უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამის ,,ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების მართვა და მდგრადი განვითარება“ წარმატებულ სტუდენტებს სწავლების მე-4 სემესტრის დასასრულს პრაქტიკა გაიარონ ,,ჯი-აი-ჯი“-სთან აფილირებულ კომპანიებში ”ზოგადად, განათლების სექტორი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფისთვის არის პრიორიტეტული მიმართულება და საკმაოდ აქტიურ ინვესტირებას ვახორციელებთ ამ დარგში. კონკრეტულად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა მოიცავს სამაგისტრო პროგრამის მეოთხე სემესტრის სტუდენტებისთვის საწარმოო პრაქტიკის გავლას კომპანიის სხვადასხვა საწარმოებში, მიმართულებების მიხედვით. ეს საშუალებას მისცემს სტუდენტებს მათი პროფესიული ცოდნა, განათლება და უნარ-ჩვევები გაიღრმაონ რეალურ საწარმო სივრცეში. ეს პროცესი სასარგებლო იქნება თავად კომპანიისთვის, ვინაიდან, დღესდღეობით დარგი სექტორის პროფესიონალების სერიოზულ დეფიციტს განიცდის. შესაბამისად, წარმატებულ სტუდენტებს ექნებათ საშუალება, რომ კომპანიის სპეციფიურ ჯგუფებში, საწარმოებში დასაქმდნენ”, - განაცხადა გელენიძემ. .ასევე გაიმართება შესაბამისი ლექციები და შეხვედრები. ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ  და ილიაუნის რექტორის მოადგილემ ნინო დვალიძემ.                                                        http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/445195-ilias-sakhelmtsifo-universitetsa-da-saqarthvelos-industriul-jgufs-shoris-urthierththanamshromlobis-memorandumi-gaformda.html     

    https://iliauni.edu.ge/ge/siaxleebi-8/axali-ambebi-36/ilias-saxelmwifo-universitetsa-da-saqartvelos-industriul-djgufs-shoris-memorandumi-gaformda.page

    https://www.youtube.com/watch?v=9YXIXrCX9lE&feature=youtu.be

    ჩამოტვირთე PDF


    სოციალური აქტივობები


    © 2011-2017 Georgian Industrial Group
    კომპანია კონტაქტი