English |

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის წარმომადგენლები თურქეთის ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოს "Сimtas" სტუმრობდნენ. კომპანიის გენერალური დირექტორის მრჩეველი/დირექტორთა საბჭოს წევრი ლევან ვეფხვაძე და ბიზნესის განვითარების მენეჯერი უმით აიდოგანი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში ესტუმრნენ გიოლჯუკში მდებარე წარმოებას, სადაც თურქული კომპანია უშვებს სხვადასხვა სახეობის ლითონის პროდუქციას, მათ შორის ქარის ელექტრო სადგურების კოშკურებსა და თბოელექტროსადგურების ბოილერებს.
შეხვედრის დროს მხარეები შეთანხმდენენ აქტიურ თანამშრომლობაზე. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია "Cimtas"-ის წარმომადგენლების საპასუხო ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ერთობლივი წარმოების ორგანიზების საკითხებს განიხილავენ.