
,, ჯი-აი-ჯი“ როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია ცდილობს თავის წვლილი შეიტანოს და უკეთესობისკენ შეცვალოს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების და მათი ოჯახების ცხოვრება. ,, ჩვენ სიკეთე გვაერთიანებს“- ამ კამპანიის ფარგლებში საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარი შეიძინა ,,პირველი ნაბიჯის „ სახით . ჩვენი თანამშრომლობის შედეგად , ,,პირველი ნაბიჯს,, ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი პროგრამის გაფართოების საშუალება მიეცემათ, რაც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვადასხვა მომსახურებით უზრუნველყოფას გულისხმობს.
„პირველი ნაბიჯი საქართველოს“ მისია ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი უფლებების დაცვაა.
“პირველი ნაბიჯი საქართველო“ აფართოებს ტრენინგების და თანამშრომლობის არეალს, აფართოებს დღის ცენტრების პროგრამებს, რათა მეტმა ბავშვმა ისარგებლოს ჩვენი მომსახურებით; აღრმავებს ინტეგრირებული განათლების შესაძლებლობებს; აძლიერებს მშობლების ჩართულობას და ეწევა ადვოკატირებას საზოგადოებასა და მთავრობაში ამ ბავშვების ინტერესების დაცვას.