
ტყიბულის შახტამ მუშაობა სრული დატვირთვით დაიწყო. შახტაში სადაც 1500 მეშახტეა დასაქმებული და ქვანახშირის მოპოვება, გადამუშავება მიმდიანრეობს მუშაობა განახლდა. „საქნახშრიში“ საწარმოო პროცესი გადაიარაღების გამო ნაწილობრივ შეჩერებული იყო. კომპანიამ შახტაში მიმდინარე წლის იანვარში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩაატარა, რომლის მიზანიც შრომითი უსაფრთხოების გაძლიერება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება იყო.
კომპანიამ შეიძინა ახალი თანამედროვე ტექნიკა. საწარმოს ინფორმაციით შეიცვალა 700 მეტრამდე სარკინიგზო მაგისტრალი, შეძენილია ახალი თანამედროვე ტექნიკა - გვირაბგამყვანი კომბაინი,ქანსატვირთი მანქანა, ფუჭი ქანის დამტვირთავი ჰიდრო ჩაქუჩით, 250 ერთეული ნახშირის გადამტანი თვითმცლელი ვაგონი, 3 ახალი ელმავალი, 5 ნახშირის გადამტანი ავტომანქანა და მეშახტეებისათვის ახალი სპეც ტანსაცმელი , მთლიანად კომპანიაში 3 მილიონ $-ზე მეტი ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა გადაიარაღების მიზნით“. ტყიბულის შახტაში თებერვლიდან საწარმო პროცესი სრული დატვირთვით აღდგა და დასაქმებულებს თანამედროვე ტექნიკის ათვისებაში უკრაინელი სპეციალისტები ეხმარებიან.