English |

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია აცხადებს, რომ დასრულდა არსებული, ალაზანჰესის რეაბილიტაცია, რომელიც მდებარეობს კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა დაახლოებით ნახევარი წელი, რის განმავლობაშიც შესრულდა შემდგომი სამუშაოები: დაყენდა ახალი ძალოვანი კვანძის ჰიდროაგრეგატები, მოხდა ჰესის შენობის რეკონსტრუქცია, შეიცვალა ჰესის ელექტრული სისტემა და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ქვესადგურს, ასევე აღდგა ფილტრაციული წყლების გამყვანი არხები და სადრენაჟო სისტემა. ამ ყველაფერმა უზრუნველყო ჰესის მუშა სიმძლავრის თითქმის გაორმაგება და გამომუშავებული ელექტროენერგიის მკაფიო ზრდა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კახეთის რეგიონის ელექტრომომარაგებას.