
ჰოლდინგი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ახალ დანიშვნას აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე, რომელსაც ბატონი ლევან ჭოლაძე დაიკავებს. კომპანია მიესალმება ლევან ჭოლაძის გადაწყვეტილებას სათავეში ჩაუდგეს ჰოლდინგს და გაიზიაროს 16 წლიანი მმართველობითი გამოცდილება. მისი ახალი მოვალეობის შესრულებისას ბატონი ჭოლაძე გეგმავს ჰოლდინგის პორტფელის ეფექტური რესტრუქტურიზაციის ჩატარებას.
ლევან ჭოლაძემ კარიერა 1996 წელს დაიწყო და მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში მმართველობით პოზიციებზე. მას მინიჭებული აქვს იურისტის წოდება, 2000 წელს დამთავრებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო ინუვერსიტეტის მიერ. ლევან ჭოლაძის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენი ვებ გვერდის „დირექტორთა საბჭოს წევრები“-ს განყოფილებას.