English |
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ყველა ქალბატონს ულოცავს დედის დღეს! დღესასწაული კომპანიამ, მზრუნველობა მოკლებულ და შეჭირვებულ ქალბატონებსაც მიულოცა. "დედის დღე‐სთან" დაკავშირებით კი "კათარზისის სახლში" სადღესასწაულო სადილი გამართა, რომელზეც კომპანიამ ქალბატონებთან ერთად "კათარზისის სახლის" სხვა სტუმრებსაც უმასპინძლა.
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დაფინანსებით "კათარზისის სახლში" გამართულ უფასო სადილს 400 მდე მზრუნველობა მოკლებული და შეჭირვებული ადამიანი სტუმრობდა.
GIG ჯგუფი, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია ტრადიციულად, ყოველწლიურად აფინანსებს "კათარზისის სახლის" სადილებს, აქტიურად არის ჩართული სხვა და სხვა ტიპის სოციალურ პროექტებში.