
,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი“ გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებულ მოსწავლეებს აქტიურად უწყობს ხელს რეგიონში მწვანე აქტივობებისა და ეკოპროექტების განხორციელებაში. საქნახშირი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-თან( კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი)თანამშრომლობის ფარგლებში , არაერთი კონკურსის პარტნიორია. კომპანი ტყიბულის სკოლის მოსწავლეებისა და მათ მიერ შექმნილი ეკოჯგუფების გააქტიურებისა და განვითარების მიზნით , ნიკო კეცხოველის სახელობის მასშტაბურ სასკოლო კონკურსში ჩაერთო. საქნახშირი ჯი-აი-ჯის დაწესებული საპრიზო საჩუქრები კონკურსის ნახევარფილასიტებმა მიიღეს.
ტყიბულის პირველი და მეექვსე საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებს ,, საქნახშირის“ წარმომადგენელმა ლეპტოპები გადასცა.
https://www.youtube.com/watch?v=IrO738AgSxI&feature=youtu.be