ტელ:  (+995 32) 210 187   ელ.ფოსტა: gig@gig.ge
პროექტები
30.12.2011   -  ტყიბულის შახტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში

ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის წევრმა, კონპანია საქნახშირმა, ტყიბულის შახტის რეკონსტრუქციის ფარგლებში, შეიმუშავა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომელიც შეისწავლა და დადებითად შეაფასა გერმანულმა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანია – Aeneas Power AG-მ.

 

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში

 

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში – Aeneas Power AG–ს დასკვნა

 

 

26.03.2010   -  ნახევრადკოქსის ქარხანა

2009 წლის მეორე ნახევარში შპს ,,საქნახშირ’’-ში (ჯი-აი-ჯი ჯგუფი) მოწვეულ იქნენ პოლონური კომპანია ,,პოლჩარ’’-ის ხელმძღვანელი პირები. ვიზიტის ძირითადი თემა იყო საქართველოში ნახევრადკოქსის წარმოების დაწყება. მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ 2010 წელს შედგება ,,პოლჩარი’’-ს და ,,საქნახშირი’’-ს ერთობლივი ნახევრადკოქსის ქარხნის აშენების პროექტი საქართველოში, კერძოდ ქალაქ კასპში. პროექტი განხორციელდება 2010 წელს, ხოლო სავარაუდო დასრულების თარიღი არის 2010წლის ბოლო – 2011 წლის პირველი ნახევარი.

03.11.2009   -  გარდაბანში, ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობა

სიმძლავრე: 300 მეგავატი
აგრეგატების რაოდენობა: 2x150
წლიური გამომუშავება: 2,2 მლრდ. კვ/სთ
ნახშირის წლიური მოხმარება: 1,5 მლნ. ტონა
მშენებლობის ვადა: 4 წელი

        1 გვერდი - (1)        

>